ამბები

13 გარდაცვლილი და 9 დაკარგული – სტიქიის შედეგების ბოლო მონაცემები

by | Jun 15, 2015

overturned_car-თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ განცხადება  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გაავრცელა.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა, ზვიად ქაწაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო მონაცემებით, კიდევ ერთი მიცვალებული მაშველებმა დაახლოებით ერთი საათის წინ იპოვეს.

“მე-13-ე გარდაცვლილის ცხედარია ნანახი. ამ წუთისთვის შემიძლია, გაცნობოთ, რომ მიმდინარეობს 9 პირის ძებნითი სამუშაოები,“ –  განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

დღეს დილამდე კეთდებოდა განცხადება 24 დაკარგულ ადამიანზე და, როგორც ზვიად ქაწაშვილი ამბობს, 14 მათგანი ცოცხალი გამოჩნდა. დანარჩენი 10-დან კი 1  ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს.

მეცამეტე გარდაცვლილი მწერალი გურამ პეტრიაშვილია, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას  თანამებრძოლი იყო. ის მაშინდელ ხელისუფლებაშიც იყო. მას შემდეგ კი, რაც ზვიად გამსახურდიას მაშინდელი  ოპოზიცია დაუპირისპირდა და სამხედრო გადატრიალება მოხდა, მან საქართველო დატოვა და ქვეყანაში  რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა.

სტიქიის დროს მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია კვირასვე გავრცელდა. ის გარდაცვლილი მისი საცხოვრებელი სახლის დაშლის შემდეგ იპოვეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი მობილიზებულია და მუშაობას აგრძელებს. სამუშაოებში ჩართულია როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031