2009 წლიდან 2018 წლის 14 თებერვლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკით, წლების მიხედვით, ოკუპირებული რეგიონებიდან მომართვიანობის სტატისტიკას ზოგადად ზრდადი ტენდენცია გააჩნია და შემდეგნაირად გამოიყურება:

2009 წ. – 364 პაციეტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყო 112 028 ლარი.

2010 წ. – 1390 პაციენტი (143 180 ლარი).

2011 წ. – 173 პაცენტი, აქედან 153 აფხაზეთიდან, მათ შორის 25 ბავშვი, 20 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 4 ბავშვი (574 851).

2012 წ. – 977 პაციენტი, აქედან 868 აფხაზეთიდან, მათ შორის 79 ბავშვი, 109 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 20 ბავშვი (2 058 798).

2013 წ. – 624 პაციენტი, აქედან 307 აფხაზეთიდან, მათ შორის 69 ბავშვი, 317 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 64 ბავშვი (1 644 189).

2014 წ. – 941 პაციენტი, აქედან 426 აფხაზეთიდან, მათ შორის 58 ბავშვი, 515 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 67 ბავშვი (3 166 603).

2015 წ. – 1 577 პაციენტი, აქედან 875 აფხაზეთიდან, მათ შორის 127 ბავშვი, 702 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 68 ბავშვი (4 477 494).

2016 წ. – 2 280 პაციენტი, აქედან 1 316 აფხაზეთიდან, მათ შორის 169 ბავშვი, 964 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 106 ბავშვი (5 782 505).

2017 წ – 1 644 პაციენტი, აქედან 1 137 აფხაზეთიდან, მათ შორის 179 ბავშვი, 507 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 57 ბავშვი (4 278 074).

2018 წ. – 199 პაციენტი, აქედან 147 აფხაზეთიდან, მათ შორის 20 ბავშვი, 52 კი ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 7 ბავშვი (630 063).

მთლიანობაში 2009 წლიდან მოყოლებული ამ კონკრეტული პროგრამისთვის თითქმის 23 მილიონი ლარია დახარჯულია.