ამბები

ჯანდაცვა პარტიების პროგრამებში

by | Oct 4, 2016

unmჯანდაცვა, ესაა თემა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ პროგრამებში ყოველთვის სოლიდურ ადგილს უთმობენ, რადგან იგი განსაკუთრებით საინტერსოა პენსიონერებისათვის, სოციალურად შეჭირვებულებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, რომლებიც ამომრჩეველთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ. შესაბამისად, ამ მიმართულებით პარტიები მსუყე დაპირებებსაც არ იშურებენ.

მათი ნაწილი არსებული სისტემის მთავარი კომპონენტის – საყოველთაო დაზღვევის მნიშვნელოვან ცვლილებას მიიჩნევს საჭიროდ. არსებული მიდგომა – თანაბრად დაფინანსდეს ყველა, მიუხედავად შემოსავლისა და ეკონომიკური მდგომარეობისა, უსამართლოდ მიაჩნიათ და ამ ყველაფრის შეცვლას გეგმავენ.

forumსაკუთარ პროგრამაში „ქართული ოცნება“ ხაზგასმით წერს, რომ შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს ყველა მოქალაქე კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან.

ამ სისტემის შენარჩუნებას „ნაციონალური მოძრაობა“ საჭიროდ არ მიიჩნევს. პარტიის პროგრამით, სახელმწიფოს თანადგომა ყველასათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ოღონდ შეჭირვებულებისათვის სრულად, ხოლო მაღალ-შემოსავლიანებისთვის  იმ ოდენობით, რასაც ოჯახი თავად ვერ გაწვდება. მათი აზრით, შეძლებულის და ღარიბის ერთნაირი კრიტერიუმით დახმარება უსამართლოა და, საბოლოოდ, სისტემის ფინანსურ ჩამოშლამდე მიგვიყვანს.

Georgian Dreamჯანდაცვა,  პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახლემწიფო ხალხისთვის“ დაპირებების მიხედვით მეტად ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი მიზნობრივი ჯგუფებისათვის – სოციალურად დაუცველებისათვის, პენსიონერთათვის, ვეტერანებისათვის და ა.შ. მათთვის ჯანდაცვის პაკეტების გაზრდას კი პარტია დასაქმებულთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მოხსნით ფიქრობს, რის შედეგადაც 70 მილიონი ლარი გამონთავისუფლდება.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, დასაწყისისთვის უნდა ითქვას, რომ მას საარჩევო პროგრამა კლასიკური სახით არ წარმოუდგენია. პროგრამა წარმოდგენილი აქვთ საგაზეთო პუბლიკაციის სახით, რომელშიც ჯანდაცვის მიმართულებით არაფერია მოცემული გარდა ერთაბზაციანი  მონაკვეთისა, სადაც აღნიშნულია, რომ კერძო სადაზღვევო სისტემა, ფასიანი კლინიკები და საავადმყოფოები უნდა განვითარდეს. თუმცა, ამავდროულად, „ალიანსი“ მიიჩნევს, რომ მთელი საქართველო მოცული უნდა იქნას  მუნიციპალური პოლიკლინიკებითა და საავადმყოფოებით, რომლებიც მოსახლეობას სრულიად უფასოდ მოემსახურებიან. ამ ამბიციური წინადადადების მიღმა არანაირი ინფორმაცია არაა მოცემული. არ ჩანს, როგორ აპირებს პარტია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური კლინიკები ხალხს უფასოდ მოემსახუროს, არ ჩანს გათვლა, რა დაუჯდება ეს სახელმწიფო ბიუჯეტს.

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას უსამართლოდ მიიჩნევენ „თავისუფალი დემოკრატებიც“, რადგან ვერ ხდება თანხების ზუსტი განაწილება ბენეფიციარის ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით.

„ასე, მაგალითად, მოქალაქეს, რომლის თვიური შემოსავალი 400-500 ლარია, სამედიცინო სერვისის სარგებლობისას „საკუთარი ჯიბიდან“ გადასახადი იმდენივე აქვს, რამდენიც მოქალაქეს, რომლის შემოსავალი 5000 ლარი ან მეტია. ფაქტია, რომ სამედიცინო სერვისში ერთჯერადად „გადასახადი ტვირთი“ ბევრად უფრო მძიმეა მოწყვლადი და მცირეშემოსავლიანი პაციენტისათვის“ – ნათქვამია მათ პროგრამაში.

მათი პროგრამით, სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსება მიეცემა უმწეოებს, პენსიონრებს, I და II ჯგუფის შშმ პირებს, ბავშვებს 5 წლამდე. დანარჩენი მოსახლეობის თანაგადახდის წილი კი დაანგარიშებული იქნება შემოსავლების გათვალისწინებით.

საკითხს განსხვავებულად უდგებიან „რესპუბლიკელები“, რომლებიც მიიჩნევენ, რომ   აუცილებელია ეტაპობრივად დაიწყოს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის კერძო სისტემის არეალის გაფართოება, რომელშიც, კორპორატიული დაზღვევების სახით, მოსახლეობის ნაწილი უკვე ჩართულია.

„გაერთიანებული დემოკრატების“ პროგრამი, სოციალურად მგრძნობიარე ფენები: ბავშვები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმუშევრები, ომის ვეტერანები, სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები, სოციალურად დაუცველი პირები,  უზრუნველყოფილი იქნებიან ქვეყანაში განხორციელებადი სრული სამედიცინო მომსახურებით (ამბულატორული სამედიცინო დახმარებიდან დაწყებული – სტაციონარულით დამთავრებული, სამედიცინო ჩვენებით აუცილებელი მედიკამენტების ჩათვლით).



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031