ამბები

ხიდაშელი: „რესპუბლიკელი“ მინისტრების შეცვლა არ იგეგმება

by | Mar 5, 2016

tina_khidasheliთავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში არანაირი ცვლილება არ იგეგმება და ამ საკითხზე მედიაში აგორებულ ამბავს „ისტერია“ უწოდა.  

შეგახსენებთ, რომ მედიაში პარასკევს გავრცელდა ცნობები, თითქოს პრემიერ-მინისტრთან რესპუბლიკური პარტიის ლიდერების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ  კაბინეტის „რესპუბლიკელი“ წევრები: თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს დატოვებდნენ.

„არანაირ ცვლილებებს არ ველოდები და არც ამ ისტერიის მიზეზი, უფრო მეტად კი მიზანი, არ მესმის. შესაძლებელია ადამიანებს  რაღაც ტიპის აგრესია და მიუღებლობები აქვთ, მაგრამ საზოგადოება მუდმივად  ისტერიაში რატომ უნდა ამყოფო, არ მესმის. მთავრობაში არავითარი ცვლილება არ იგეგმება. მინისტრთა კაბინეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ყველა „რესპუბლიკელი“ მინისტრი აგრძელებს და ასე იქნება მანამ, სანამ ქართველი ხალხი 2016 წლის არჩევნებზე არ მიიღებს გადაწყვეტილებას “, – განაცხადა ხიდაშელმა.

მინისტრების ცვლილებაზე მედიაში ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მმართველ კოალიციაში დაპირისპირებამ საჯარო სივრცეში გადაინაცვლა. „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელების“ დაპირისპირებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც დაპირისპირებულ მხარეებს პრობლემის კოალიციის შიგნით განხილვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ცვლილებებით“ დაიმუქრა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031