ამბები

ხიდაშელის ადგილზე სამი კანდიდატი განიხილება

by | Jul 14, 2016

tina_khidasheli_warsaw-2016ვინ შეცვლის თავდაცვის მინისტრის პოსტზე „რესპუბლიკელ“ თინა ხიდაშელს, ჯერ გაცხადებული არ არის. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს, თუმცა როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ”ყველაფერს თავისი დრო აქვს” და ახალი მინისტრი უახლოეს დღეებში დასახელდება. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სამი კანდიდატი განიხილება: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე და კახი კახიშვილი.

პრემიერი კვირიკაშვილი ამბობს, რომ თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას   ამერიკაში  ვიზიტის დასრულებამდე შეასრულებს.

პირველად, ჯერ კიდევ აპრილში გაჟღერდა, რომ მინისტრის პოსტისთვის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ამზადებდნენ. ამ თემაზე გამუდმებით დასმული შეკითხვებს სესიაშვილი ყოველთვის ორაზროვნად პასუხობდა. ამბობდა მხოლოდ იმას, რომ წინასწარ ვერაფერზე ისაუბრებს, „ეს პრემიერის გადასაწყვეტია“ და თავად მზადაა, „სადაც ქვეყანას დასჭირდება“, იქ იყოს. შეკითხვაზე, მიუღია თუ არა მას მსგავსი შეთავაზება, ამბობდა, რომ „ზოგადად ბევრ საკითხზე მსჯელობენ“.

იმაზე, რომ სესიაშვილს მინისტრობის სურვილი აქვს, „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმაც განაცხადა ერთი თვის წინ, მაშინ როდესაც 28 ივნისს ხიდაშელმა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ სესიაშვილმა მინისტრი მწვავედ გააკრიტიკა. თქვა, რომ ხიდაშელს მინისტრობის 2 კვირა აქვს დარჩენილი და ასეთ შეუთანხმებელ და პოპულისტურ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს. ლევან ბერძენიშვილმა კი სესიაშვილის მისამართით თქვა, რომ ამ ადამიანს თავდაცვის მინისტრობა ისე უნდა, მოთმინება აღარ ჰყოფნის და მოიცადოს, იქნებ არც ნიშნავენო.

რამდენიმე დღის წინ კი კიდევ ორი სავარაუდო კანდიდატზე გავრცელდა ინფორმაცია, ერთი გენერალ-მაიორი კობა კობალაძეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად დაინიშნა და მეორე – სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი.

კობალაძე თანამდებობაზე პრემიერის ინიციატივით დაინიშნა და საუბარია იმაზე, რომ ამ თვეების განმავლობაში იგი სამხედრო საქმეებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე- ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხებით. კერძოდ, აქტიურად ჩნდებოდა პოლიგონებზე, სამხედრო წვრთნების დაწყებისა და დასრულების ცერემონიალებზე. ხოლო ივნისის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, იგი ავღანეთს ეწვია და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფ ჯარისკაცებს ქართულ-ავღანური ლექსიკონები ჩაუტანა.

კობალაძემ შეთავაზება არ დაადასტურა. რაც შეეხება კახიშვილს, მინისტრისგან კომენტარი არ გაკეთებულა.  DFWatch სასჯელარსულების სამინისტროს პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ ეს სიმართლე არ არის. არადა საუბარია იმაზეც, რომ კახიშვილთან კონსულტაციები პრემიერს უკვე ჰქონდა და შეთანხმებაც არსებობს. ასევე საუბარია იმაზე, რომ კახიშვილი ბოლო პერიოდში ამერიკის ელჩს იან კელისაც რამდენჯერმე შეხვდა, სადაც შესაძლოა, საუბარი მის მომავალ თანამდებობასაც ეხებოდა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930