ამბები

შსს „ფარულ“ პატრულირებასთან დაკავშირებით კრიტიკას პასუხობს

by | Feb 10, 2016

ministry_of_internal_affairsშინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია თუ რას ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებში ცვლილებები და რატომ გახდა ე.წ. ფარული პატრულირება აუცილებელი. საუბარია ცვლილებაზე, რომელიც პოლიციის შესახებ კანონპროექტში უნდა შევიდეს და მისი ინიციატორია შსს.

„ბოლო დღეებში მედიაში მიზანმიმართულად ხდება მოსაზრებების ტირაჟირება იმის თაობაზე, რომ შსს ე.წ. “ფარულ თვალთვალს” იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ არაერთგზის არგუმენტირებულად განმარტა, რომ უკონტაქტო პატრულირებას “თვალთვალთან” საერთო არაფერი აქვს, აშკარაა, რომ შეგნებულად ხდება აღნიშნულის არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, უკანასკნელ 2-3 წელიწადში საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. იმატა დატვირთვამ გზებზე და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკმაც. ამიტომაც შსს-ს ძირითადი ამოცანაა, დაიცვას მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. შესაბამისად, კანონპროექტი აღნიშნულ სფეროში ქმედითი ღონისძიებების გატარებას – ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას – ემსახურება.

„ცალსახაა, რომ, უკონტაქტო პატრულირება არ ხორციელდება წინასწარ იდენტიფიცირებული პირის ან პირთა წრის მიმართ, არამედ საგზაო მოძრაობის პროცესის მიმართ, პიროვნების იდენტიფიცირების გარეშე. უკონტაქტო პატრულირებისას ხდება მხოლოდ დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება.

„საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაშიც კი არ ხდება მძღოლის იდენტიფიცირება – ავტომობილის მესაკუთრის სახელზე დგება ვიდეო-ჯარიმის ოქმი, რომელიც დღესაც დამკვიდრებული სტანდარტია.

„უკონტაქტო პატრულირება დასავლეთის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და იცავს მოძრაობის მონაწილეებს: ქვეითებს, მგზავრებს და მძღოლებს, მაშინაც კი, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან. პროექტის თანახმად, უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობებს ქულებს არ აკლებს.

„რაც შეეხება მოთხოვნას სპეციალური საინფორმაციო ნიშნების განთავსების თაობაზე, ეს საკითხი ისედაც მოწესრიგებულია კანონით პოლიციის შესახებ, კერძოდ, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეოტექნიკის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას,“- ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციის შესახებ კანონპროექტში ფარულ პატრულირების მუხლს აპროტესტებს არასამთავრობო სექტორი და აცხადებს, რომ ეს ნორმა კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930