ამბები

შსს: კორცხელის ამბებზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჯერ არავინ დაუკავებიათ

by | May 24, 2016
Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300

Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300

სამეგრელოში, სოფელ კორცხელში შაბათს საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 125-ე ცემის მუხლით დაიწყო. დაკავებული არავინაა.

როგორც შს სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და იკითხებიან მოწმეეები.

რამდენი პირია დაზარალებული, ან დაიკითხნენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ძალადობაში დადანაშაულებული სპორტსმენები, ამის შესახებ სამინისტროში არ საუბრობენ.

„შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და გამოიკვეთება, რამდენია დაზარალებული. ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ყველა მოწმე დაიკითხება,“ – აცხადებს შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი თამთა კოკელიძე.

სს კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180-მდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტი თვე.

ცნობისათვის, კვირას, 22 მაისს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები საქართველოს 7 საარჩევნო ოლქში გაიმართა. ზუგდიდის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ. ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. დაშავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქტივისტებიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ სპორტსმენები მობილიზება და დაფინასება ვიცე-პრემიერი კახა კალაძის დავალებით მოხდა და ამ ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ ვლადიმერ გეგეშიძე – ბერძნულ-რომაული სტილში მოჭიდავე, საქართველოს ნაკრების წევრი და კობა ტყეშელაშვილი, რომელიც საქართველოს შერეული ორთაბრძოლის ფედერაციის დამფუძნებელია.

„ კურიერის“ ინფომრაციით, ვლადიმერ გეგეშიძის ძმა გეგა გეგეშიძე ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო და დღემდე შს სამინისტროში მუშაობს.

„ჯერჯერობით იდენტიფიცირებული გვყავს 14 ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში. ესენია: კობა ტყეშელაშვილი; გიგა ტყემალაძე – ბრძოლა წესების გარეშე; ვლადიმერ გეგეშიძე- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; გიო უბილავა – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია; ნოშრევან წურწუმია – კარატეს ეროვნული ფედერაცია; ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი და ვახტანგ წურწუმია”, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. აცხადებს, რომ ზუგდიდში სპორტსმენები ჩასულები იყვნენ, რადგან ისინი პარტიის მხარდამჭერები არიან.

„როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერებს – გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და სხვებს ახლდნენ თავიანთი მხარდამჭერები, ისე „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა თავისი მხარდამჭერები. ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია. ხდება მხარდამჭერების მობილიზება, გამხნევება, ეს სიახლე არ არის, თუმცა ფაქტი, რომელიც მოხდა, პირადად ჩემთვის მიუღებელია. ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს და ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა განმეორდეს”, – აღნიშნა კალაძემ და დასძინა, რომ „ძალიან მძიმე საყურებელი კადრები იყო, დაწყებულია მოკვლევა და არ აქვს მნიშვნელობა „ქართული ოცნების” მხარდამჭერი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობის”, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე”.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031