ამბები

ქართველი პრიმა-ბალერინა ოკუპაციის დღეს მოსკოვის სცენაზე გამოსვლისთვის გააკრიტიკეს

by | Feb 27, 2016
ananiashvili-ninomigeba

ნინო ანანიაშვილი (ipn.ge)

25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 95 წლისთავზე, მოსკოვის დიდი თეატრის ყოფილმა ქართველმა პრიმა-ბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა მოსკოვში იცეკვა, რასაც თბილისის გარკვეულ წრეებში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ საააკაშვილის მხარდამჭერი იყო, ცხარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მომხრეებმა გააკრიტიკეს, იმის გამო, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებებზე ქვეყნის დროშა გლოვის ნიშნად დაშვებული იყო და საქართველოში 95 წლის წინ ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირ იუნკერებს გლოვობდნენ, მან  მოსკოვის დიდ თეატრში კონცერტის გამართა.

„უბრალოდ, ეს რიცხვი დაემთხვა, მე ამაზე არ მიფიქრია“,  – ეს არის პირველი კომენტარი პრიმა ბალერინასგან, მოსკოვში თბილისის საბალეტო დასთან ერთად გამოსვლის შემდეგ.

ანანიაშვილის  განცხადებით,  მისი პედაგოგის, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის რაისა სტრუჩკოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ერთი წლის წინ დაიგეგმა და ქართული საბალეტო დასის ჩასვლა და მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე გამოსვლა მთლიანად რუსულმა მხარემ დააფინანსა.

გალა-კონცერტის ორგანიზატორიც თავად  ანანიაშვილი იყო. ქართველ პრიმა-ბალერინას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა რაისა სტრუჩკოვასთან, რომელიც ოცი წელი მისი პედაგოგი იყო.

ნინო ანანიაშვილი 2004 წლიდან მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ  სააკაშვილის მოწვევით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობს. მისი მეუღლე გრიგოლ ვაშაძე კი სააკაშვილის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031