ამბები

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი პოლიტიკოსობაზე უარს ამბობს

by | Jul 19, 2016

piralishviliფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა, რომელიც “თავისუფალ დემოკრატებში” რამდენიმე თვის წინ, მარტში გაწევრიანდა, პარტია დატოვა. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ პოლიტიკაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა. პარტიის იდეოლოგიასთან ან რომელიმე წევრთან კონფლიქტს კი გადაჭრით უარყოფს.

ამის შესახებ ფირალიშვილმა შაბათს, 16 ივლისს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობის დასრულდა და მისმა აწ უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა სიის 20-ეული დაასახელეს. ის არც სიაში დასახელებულა და არც ყრილობას დასწრებია.

ამბობს, რომ მან პარტიის რიგები პარასკევს დატოვა, თუმცა ყრილობისათვის უნებურად ზიანის მიყენების მცდელობა რომ არ გამოსვლოდა, ფაქტი მხოლოდ საღამოს გაასაჯაროვა.

“პირველ რიგში, ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება ჩემი ტემპერამენტისა და ცხოვრების ყაიდის ადამიანისათვის ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა. ადრე ყოველთვის მრჩევლის სტატუსს ვჯერდებოდი, მაგრამ წევრობა სულ სხვა ვითარებაა. იყო, ცხადია, გარკვეული იდეოლოგიური და ტაქტიკური წინააღმდეგობებიც, იყო გაუგებრობაც, თუმცა კი ყველაფერი ეს დისკუსიას ექვემდებარებოდა. ყოფილ პარტნიორებთან ადამიანური ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი არა მაქვს,”- წერს ზაზა ფირალიშვილი.

ის ასევე წერს, რომ ისევ ძველ საქმიანობას დაუბრუნდება. პოლიტიკოსად გახდომამდე ის საკმაოდ პოპულარული ექსპერტი იყო. ფირალიშვილი ასევე წერს, რომ შემოთავაზებები აქვს, თუმცა არ აპირებს რომელიმე სხვა პარტიაში გაწევრიანებას. ირაკლი ალასანიამ ზაზა ფირალიშვილი პარტიის წევრებს 7 მარტს წარუდგინა. იგი პარტიის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს დაგეგმვის საკითხებს უნდა ჩადგომოდა სათავეში.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930