ამბები

ფემიციდის პრობლემა საქართველოში

by | Apr 15, 2016

12980649_10206685916810192_314248092_nქმრის მიერ ცოლის მკვლელობის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა ოთხშაბათს თბილისში. გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილის დევნილთა დასახლებაში მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით არის დაწყებული. ეჭვმიტანილი დაკავებულია.

DFWatch-თან ქალთა მიმართ ფემიციდის (ქალების მკვლელობა გენდერის ნიშნით) საგანგაშო მონაცემებზე საუბრობს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სხილაძე. მისი თქმით, 2014 წელს ქალის მკვლელობის 34 შემთხვევიდან ნახევარი ოჯახში ძალადობის პირობებში იყო ჩადენილი.

სხილაძე სამართლებრივ ხარვეზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ  ჩვენს კანონმდებლობაში ფემიციდი განმარტებული არ არის და  ოჯახში ჩადენილ დანაშაულებს მიეკუთვნება. შესაბამისად,  ამ დრისთვის  ფემიციდის მხოლოდ ის ფაქტები აღირიცხება,  რომელიც ოჯახში ძალადობის პირობებში ანუ ოჯახის წევრის მიერ (ქმრის, მამის, ძმის, ყოფილი მეუღლის პარტნიორის თუ ა.შ.) არის ჩადენილი.

no_to_violence_against_women01მეტიც, როგორც DFWatch-ს სხილაძემ უთხრა, 2014 წელს  იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა სტამბულის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კონვენციას. ამის შემდეგ სამინისტრომ კონკრეტული ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, მათ შორის ტერმინის „ქალის მიმართ ძალადობის“  განსაზღვრებაც, თუმცა ამ დრომდე აღნიშნული ცვლილებების პარლამენტისთვის წარდგენა  და, შესაბამისად, კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა.

იგივე სამართლებრივ ხარვეზზე საუბარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში, რომელშიც 2014 წელს ფემიციდის საქმეებზე გამოტანილი განაჩენებია შეფასებული და გაანალიზებული.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2014 წელს ფემიციდის საქმეზე გამოტანილი 12 განაჩენიდან გენდერთან დაკავშირებული მოტივის იდენტიფიცირება არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა.

კვლევის შედეგები მეტყველებს, რომ ფემიციდის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო თავს არიდებენ, ან ვერ ახერხებენ, საქმის საგამოძიებო და სასამართლო განხილვის ეტაპებზე შესაძლო დისკრიმინაციული მოტივის გამოკვლევას ან მისთვის სათანადო შეფასების მიცემას.

სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში ქალთა მკვლელობების სტატისტიკაა მოცემული. ამ კვლევის თანახმად 2015 წელს ფემიციდის 20-მდე  შემთხვევა მოხდა. 2014 წელს ეს რიცხვი 35-მდე აღწევდა, ხოლო 2013 წელს კი ფემიციდის 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ოჯახში ქალის მკვლელობის ფაქტებს, 2015 წელს 5-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. 2014 -ში – 15-ზე მეტი, ხოლო 2013 წელს – 10.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 26 სისხლის სამართალის საქმეზე დაიწყო. აქედან, 14 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი, ხოლო 12 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა.

ეკატერინე სხილაძემ შს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის მნიშვნელობასა და ეფექტურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალადობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ცნობიერება და მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით გაიზარდა.

მისივე თქმით, თუ 2014 წელს  სამართალდამცვლი უწყებების მიერ 902 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, 2015 წელს  ეს რიცხვი უკვე 2726-მდე გაიზარდა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031