ამბები

უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში ისრაელიდან და უკრაინიდან რეისები შეფერხებით განხორციელდა

by | Jul 2, 2016

tbilisi airport30 ივნისის ღამით, უამინდობის გამო უკრაინიდან და ისრაელიდან გამოფრენილი თვითმფრინავები თბილისის აეროპორტის ნაცვლად ერევანში ჩაფრინდა. როგორც DFWatch-თბილისის აეროპორტის საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, უამინდობის გამო გუშინ მხოლოდ ეს ორი  – თელავივისა და კიევის რეისები -განხორციელდა შეფერხებით.

მათივე ცნობით, ორივე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, დაახლოებით 2-3 საათის დაგვიანებით, ღამის 3-დან 4 საათამდე პერიოდში დაფრინდა.

როგორც აეროპორტში გვითხრეს, თელავივიდან რეისს – ისრაელის ავიახაზები, ხოლო კიევიდან – უკრაინის ავიახაზები ახორციელდება.

DFWatch-ი კიევიდან გამოფრენილ თვითმფრინავში მყოფ ერთ-ერთ მგზავრს, მარიამ მიქაძესაც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ  ერევანში დაფრენის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ბოლო წუთებზე მიიღეს.  რადგან, მისი თქმით, ჯერ კიდევ გრაფიკით თვითმფრინავის ჩამოფრენამდე დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე, მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც აეროპორტში ხვდებოდნენ, უთხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.

მისივე ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის გამოფრინდებოდნენ ერევნიდან ან როდის იქნებოდნენ თბილისში – მგზავრებს არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს 30 ივნისს, ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა მთლიანად თბილისში გარკვეული პრობლემები შექმნა. დაიტბორა გზები და ეზოები. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები. რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა, თუმცა უამინდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031