ამბები

სულხან მოლაშვილის სახელობის 5000-ლარიანი პრემია დაწესდება

by | Jul 4, 2016

molashvili-sulxan015კულტურის პალატა სულხან მოლაშვილის სახელობის ყოველწლიურ, 5 000-ლარიან პრემიას აწესებს. ამის შესახებ, ორშაბათს, 4 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემია  თბილისის ივანე ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის ყველაზე წარჩინებულ კურსდამთავრებულს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი, რომელიც 29 ივნისს გარდაიცვალა, სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო.

მოლაშვილი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის სამკურნალოდ იმყოფებოდა. მისი ცხედარი თბილისში 2 ივლისს ჩამოასვენეს. მას სამშაბათს ვაკე-საბურთალოს სასაფალოზე დაკრძალავენ.

მოლაშვილი კონტროლის პალატას შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ხელმძღვანელობდა. ის 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს და ციხეში სამი წელი გაატარა. მოლაშვილი 2008 წელს პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის თხოვნით შეიწყალა.

დაკავებიდან მალევე მედიაში საპატიმროში სავარაუდოდ ნაწამები სულხან მოლაშვილის ფოტოები გავრცელდა. რომელზეც ჩანდა, რომ მას მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე კი უამრავი სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა. იხ. ფოტოები (+18).

მოლაშვილმა სახელმწიფოს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ე.წ. სტრასბურგის სასამართლო) უჩივლა და მოუგო.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით მოლაშვილის წამების საქმეზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება ახლაც მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, ისიც რომ სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა, რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანი აწერს ხელს.

 

 

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031