ამბები

სინოპტიკოსები ბათუმში შტორმის განმეორებას არ ელოდებიან

by | Aug 15, 2016

batumiბათუმში წვიმამ გადაიღო და შტორმის დონემ საგრძნობლად დაიკლო, თუმცა სანაპიროებზე წითელი ალმები შენარჩუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის 4-ბალიანი შტორმის შემდეგ ზღვაზე ბანაობა ორშაბათსაც აკრძალულია.

ძლიერი წვიმის, შტორმისა და ქარისაგან მიყენებული ზარალის დათვლა დღესვე დაიწყო.

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, საქართველოს სანაპირო ზოლზე ორშაბათს და სამშაბათს განმეორებითი შტორმი მოსალოდნელი აღარ არის. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი ამინდი იქნება. საღამოს საათებში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ელოდებიან სეტყვასაც.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე ამკრძალავი დროშებია აღმართული, ზღვაში დამსვენებლები მაინც შედიან.

„უკვე 20-მდე ადამიანი გამოვიყვანეთ წყლიდან, ხშირ შემთვევაში ნასვამები არიან. გამოძახებები სარფიდან ჩოლოქამდე ფიქსირდება”, – განაცხადა 2030-სთან  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მამუკა თურმანიძემ.

კვირას ბათუმის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. რამდენიმესაათიანი წვიმისა და ქარის გამო ბათუმში დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და სახლების პირველი სართულები, ქარმა კი სახლებს სახურავები ახადა.

სამაშველო სამსახურებმა სახლებიდან წყლის ამოტუმბვა დილისთვის მოახერხეს.

როგორც ადგილობრივები ტელეკამერებთან აცხადებენ, ბათუმში სახლებში წყალი თითქმის ყოველი ძლიერი წვიმი დროს შესდით, მიზეზი კი გაუმართავი სანიაღვრე არხებია.

ძირითადად პრობლემა შეექმნა ჭაობის და აეროპორტის დასახლებებს, დაიტბორა ცენტრალური, რუსთაველის ქუჩაც; ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანდა გარე განათების ბოძი; ასევე ჩამოშლილია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი; წაღებულია რამდენიმე სკამი.

ბულვარის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაგდა ჯაიანის ინფორმაციით, სტიქიამ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებიც დააზიანა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სარფიდან ჩოლოქამდე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. კვირას, მთელი ღამე ბათუმის 4 დიდი კოლექტორი გამართულად მუშაობდა. დილიდან კი ბულვარისა და სანაპირო ზოლის დასუფთავება ხდება.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031