ამბები

სერგეენკო : საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ შეიცვლება

by | Apr 21, 2016
sergeenko

სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ შეიცვლება

„2016 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის შეცვლა არ იგეგმება. თუმცა, მოიაზრება რიგი რეფორმების განხორციელება,“ – განაცხადა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ოთხშაბათს, პარლამენტში 2015 წლის ანგარიშის მოხსენებისას.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის კრიტიკოსების არგუმენტი, რომ ამ სისტემით შეძლებული მოქალაქეებიც სარგებლობენ, არარელევანტურია, რადგან მიმდინარე წელს, კერძო კორპორაციული დაზღვევით 600 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

„დღეის მდგომარეობით, მოსახლეობის დაახლოებით 17%, 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს არა საყოველთაო, არამედ კორპორაციული დაზღვევით. სავარაუდოდ სწორედ ეს არის მოსახლეობის მაღალ და საშუალო შემოსავლიანი ნაწილი, რომელშიც სახელმიფო ფულს არ ხარჯავს და ამ თანხებს ამისამართებს მათზე, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, სოციალურად დაუცველია ან სახელმწიფოს მხრიდან უფრო მაღალ მხარდაჭერას საჭიროებს,“ – აღნიშნა სერგეენკომ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტზე გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საყოველთაო ჯანდაცვის არსებულ სისტემას აკრიტიკებენ და მის გაუქმებას ემხრობიან. მათი აზრით, მდიდარ და ღარიბ მოქალაქეებს სახელმწიფო ერთნაირად არ უნდა აფინანსებდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა დღემდე არსებული ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ ინიციატივად არის მიჩნეული, მის მიმართ კრიტიკა 15 აპრილს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მთავრობის ინიციატივით, 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა, ხოლო იმავე წლის 1 ივლისიდან პროგრამა უფრო გაფართოვდა და მოიცვა, სხვებთან ერთად, ისეთი სამედიცინო სერვისები, როგორიცაა მშობიარობის დაფინანსება და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031