paata zakareishvili

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. (ინტერპრესნიუსი.)

სახელმწიფო ახალი ორგანოს შექმნას გეგმავს, რომელიც რელიგიურ საკითხებზე იმუშავებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ ახალი ორგანო განახორციელებს სახელმწიფოს ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ბიუჯეტიდან, მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, კიდევ ოთხი რელიგიური კონფესია დაფინანსდება.

„ასეთი ორგანო საქართველოში აქამდე არ არსებობდა“ თქვა ზაქარეიშვილმა „აუცილებელია, არსებობდეს ორგანო, რომელიც რელიგიურ საკითხებზე სისტემატურად იმუშავებს.“

მინისტრმა მაგალითად მოიყვანა სოფლების, ჭელასა და წინწყაროს მაგალითები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა ლოცვასთან და მეჩეთზე მინარეთის დამონტაჟებასთან დაკავშირებული პრობლემები.

სამინისტრომ ამ საკითხებზე მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ინციდენტები მოხდა. მინისტრმა განმარტა, რომ თუ იარსებებს ორგანო, რომელიც კონკრეტულად რელიგიურ საკითხებზე იმუშავებს, საქმიანობა გაცილებით ეფექტური იქნება.

„მრავალი საკითხია რელიგიურ ჯგუფებთან დაკავშირებით, როგორიცაა საკუთრების უფლება, განათლება და დაფინანსება,“ თქვა ზაქარეიშვილმა.

აღნიშნული უწყება პრემიერ-მინისტრის ოფისს დაექვემდებარება და მისი ხელმძღვანელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.