GNCCდეკემბრიდან საქართველოში ახალი შემეცნითი არხი „დისქავერი ჯორჯია“ დაიწყებს მაუწყებლობას. როგორც DFwatch-ს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უთხრეს, ეს ახალი არხი ცნობილ ამერიკულ ქსელთან Discovery, რომელიც ძირითადად სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და ისტორიულ-დოკუმენტურ ფილმებზეა ფოკუსირებული,  კავშირში არ არის. თუმცა,  შინაარსით და სამაუწყებლო კონცეფციით მისი მსგავსი იქნება.

მათივე ცნობით, კომპანია „დისქავერი ჯორჯიამ“ ავტორიზაცია  ინტერნეტის, საკაბელო და თანამგზავრული სისტემების მაუწყებლობაზე გაიარა. ეს კი ნიშნავს, რომ „დისქავერი ჯორჯია“ ეროვნული მაუწყებელი იქნება და მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც  თანამგზავრული თეფში აქვთ.

ამასთან, კომისიაში აცხადებენ, რომ არხი მაუწყებლობის დაწყებას 1 დეკემბრამდე გეგმავს. თუმცა, რა გადაცემები გავა, და იქნება თუ არა ეს ამერიკული Discovery-ს თარგმანი, ამაზე პასუხი არ აქვთ, რადგან, მათი თქმით, სამაუწყებლო კონცეფციაში ეს მითითებული არ არის.

ცნობისთვის, კომპანია „დისქავერი ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელი მალხაზ ხარაძეა.