26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ეროვნული სიმბოლიკებით მოირთო 17  ქვეყნის ქალაქების ღირშესანიშნაობები. როგორც DFWatch-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინიციატივით მოხდა.

ამ ინიციატივას ის ქვეყნები დათანხმდნენ, სადაც შენობა-ნაგებობების განათების  ტრადიცია არსებობს. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი ტრადიცია არა აქვთ, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. კერძოდ, სადღესასწაულო მიღება, ქართველ მუსიკოსთა კონცერტები, ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, ქართული კულტურისა და ისტორიის, საქართველოს ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენები.

ავსტრალიის დედაქალაქის კანბერას ძველი პარლამენტის შენობა.


ბელგიის დედაქალაქის ბრიუსელის ერთი-ერთი მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“.

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის ყველაზე მაღალი შენობა – Kingdom Tower.

ქუვეითის სახელმწიფოს დედაქალაქის ელ-ქუვეითის ნაგებობა-მონუმენტი – ქუვეით-ტაუერი.

ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი, მდინარე ნერისის სანაპირო

კიდევ ერთი ლიტვური ქალაქი, კაუნასი.

ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ცენტრში, ვირუს მოედანზე მდებარე ბიზნესცენტრი, რომელშიც საქართველოს საელჩოს შენობაც არის განთავსებული.

სტამბული, ბოსფორის ხიდი, რომელიც 40 წუთის განმავლობაში წითელ და თეთრ ფერებში 7 სხვადასხვა ვარიაციაში ანათებდა.

უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი – ერჟებეტის ხიდი

კვიპროსის რესპუბლიკა, სასტუმრო „Hilton Nicosia“
სლოვენიის დედაქალაქის ლუბლიანას ციხე-სიმაგრე.