ამბები

სამნიძე : „რესპუბლიკელი“ მინისტრები აგვისტოში წავლენ

by | Apr 8, 2016
ხათუნა სამნიძის თქმით, 'რესპუბლიკური პარტია' არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს (ipn)

სამნიძე : „რესპუბლიკელი“ მინისტრები აგვისტოში წავლენ (ipn)

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებს აგვისტოში დატოვებენ.

ამის შესახებ სამნიძემ გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი,  მოხვდება თუ არა ყველა მათგანი საარჩევნო სიაში.

„(ნატოს ვარშავის) სამიტამდე არავითარ ცვლილებებს არ ველით. პრემიერმაც აღნიშნა, რომ მზადაა ამ თანამშრომლობისთვის. ვერ დავუშვებ, რომ პრემიერმა ერთი კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა, რომელიც პარლამენტის სპიკერთან ერთად გამოაცხადა. ახლა საარჩევნო სიის ფორმირებაზე ვმუშაობთ და ცოტა ხანში მინისტრებთან ერთად გადავწყვეტთ, მათგან ყველა იქნება სიაში, არც ერთი თუ რომელიმე და ვინ შეინარჩუნებს პოსტს ბოლომდე. როცა პარტია ძალიან აქტიურ საარჩევნო ფაზაში შევა, მინისტრები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამიტომ რეალურად, აგვისტოში ჩვენი მინისტრები წავლენ,“ – აღნიშნა სამნიძემ.

შეგახსენებთ,  31 მარტს „რესპუბლიკელებმა“ განაცხადეს, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. თუმცა  „რესპუბლიკელი“ მინისტრები აცხადებდნენ, რომ არჩევნებამდე თანამდებობების დატოვებას არ გეგმავდნენ. ამბობდნენ, რომ მთავრობაში, პარლამენტსა თუ საკრებულოებში პოსტებს მხოლოდ  საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო დატოვებენ.

ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრის ბოლოს კი პრემიერმა თქვა, რომ არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნებაც“ მარტო გავა. მანვე აღნიშნა, რომ ნორმალური და მისაღებია თუ „რესპუბლიკელი“ მინისტრები  მთავრობაში მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ.

საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930