ამბები

    საკონსტიტუციომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი დააკმაყოფილა

    by | Oct 1, 2016

    rustavi-2_logoსაკონსტიტუციო სასამართლომ  ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საკონსტიტუციო სარჩელები დააკმაყოფილა – ანტიკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ნორმა დაუყოვნებლივ აღსრულებაზე და ის ნორმა, რის საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველები დანიშნა. სასამართლომ გადაწყვეტილება პარასკევს, 30 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში გამოაცხადა.

    საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კანონის ეს ნორმა ჯერ კიდევ 2015 წლის 13 ნოემბერს შეაჩერა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ იყო მიღებული.

    გადაწყვეტილება პირველი კოლეგიის 4-მა მოსამართლემ მიიღო. საგულისხმოა ის, რომ პირველი კოლეგიის ორი მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ბოლო დღე იყო და მათ ბოლო საათებში შეძლეს გადაწყვეტილების მიღება.

    თუმცა, „რუსთავი 2“-ის სასარგებლო გადაწყვეტილებას ოთხივე მოსამართლემ დაუჭირა მხარი, მათ შორის მერაბ ტურავამაც, რომელიც ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად მიიჩნევა.

     



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    December 2016
    M T W T F S S
    « Nov    
     1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031