2012 წლის აღლუმი ქუთაისში.

2012 წლის აღლუმი ქუთაისში.

ეს ბოლო შემთხვევაა, როდესაც ქვეყანა ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე ხვდება, დაპოსტა თავის ფეისბუქის გვერდზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მანვე გამოაქვეყნა ქუთაისში 2012 წელს ჩატარებული სამხედრო აღლუმის ფოტოები. ეს ქუთაისში ჩატარებული პირველი სამხედრო აღლუმი იყო. მანამდე ის თბილისში ტარდებოდა-ხოლმე. ეს ბოლო ასეთი ღონისძიება აღმოჩნდა, რადგან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მთავრობამ აღლუმებზე უარი თქვა და ის სამხედრო ტექნიკის გამოფენით შეცვალა.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე,“ –  წერს უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 24 მაისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებასა და საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში ჩართვას აპირებს.

2014 წელს პროკურატურად მიხეილ სააკაშვილი სს პასუხისგებაში მისცა  2007 წლის აქციებისა და  ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდების ბრალდებით. სასამართლომ კი მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისად, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, მას დაკავება ემუქრება.