სპორტი

როდიდან შეძლებს საქართველო ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობას?

by | May 22, 2016

rugbyპრესტიჟული და უძველესი სარაგბო ტურნირის – ექვსი ერის ჩემპიონატის – გაფართოების შესაძლებლობას საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი ლაშა ხურციძე 2020 წლამდე გამორიცხავს.

ამის შესახებ ხურციძე DFWatch-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთს ექვს ერში მონაწილეობის შესაძლებლობა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე არ მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონატი ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდის (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი) ყოველწლიური  შეჯიბრებაა.

მანამდე ბრიტანული  Therugbypaper-ის ჟურნალისტმა, პიტერ ჯეკსონმა თავის სტატიაში დაწერა, რომ  „ექვსი ერი“ აქტიურად განიხილავს ჩემპიონატის კარის გახსნის შესაძლებლობას ისეთი სარაგბო ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და რუმინეთი. მისი თქმით, ამ ინიციატივას მხარს უჭერენს შოტლანდიელები და ვალიელები, თუმცა იტალია, ასპარეზობის უსუსტესი გუნდი, ამის წინააღმდეგია.

ამავე სტატიაში წერია, რომ ერთ-ერთი ცვლილება, რასაც ექვსი ერის ორგანიზატორები განიხილავენ, ქვედა დივიზიონში დაწინაურება-ჩამოქვეითების საკითხია, რადგან მიაჩნიათ, რომ უკვე საჭირო და აუცილებელია ორდონიანი ჩემპიონატის ჩატარება.

ამასთან დაკავშირებით, ხურციძე DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ, მისი ვარაუდით, ეს სისტემა მას შემდეგ დაინერგება,რაც ექვსი ერი გაფართოვდება და საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ჩათვლით, ტურნირში 8 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობს.

ხურციძე იმ ფაქტორებზეც საუბრობს, რის გამოც თვლის, რომ 2020 წლამდე ექვსი ერი არ გაფართოვდება და აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში კლუბებისგან იქნება, რომლებსაც უფრო დიდი ხნით მოუწევთ მორაგბეების ნაკრებში სათამაშოდ გაშვება.

„თუ  ექვს ერს ორი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი – დაემატება, ჩემპიონატის მიმდინარეობის ხანგრძლივობაც გაიზრდება და ნაკრებში მყოფი მოთამაშის გამოშვება სხვადასხვა ქვეყნის კლუბებს, რომლის წევრებიც ისინი არიან,  უფრო დიდი ხნით მოუწევთ. ამ ადამიანებს კლუბებთან კონტრაქტი აქვთ, ძირითად ანაზღაურებასაც კლუბისგან იღებენ. ამიტომ, ეს სერიოზული პრობლემაა და ამ შემთხვევაში  კლუბებისგან ექვს ერზე წნეხი იქნება,“ – აღნიშნა ხურციძემ.

მისივე თქმით, უკვე გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც საქართველო საკმაოდ კარგად წარმოჩინდა, გახდა წინაპირობა, რომ წამყვანი საერთაშორისო სარაგბო გამოცემებში აქტიურად დაწყებულიყო საუბარი ევროპის უძლიერესი ქვეყნების ჩემპიონატის გაფართოებაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო წელს „რაგბი ევროპის“ 2016 წლის ჩემპიონატის, რომელიც  ევროპის ეროვნულ ნაკრებებს შორის იმართება, გამარჯვებული და საქართველოს და რუმინეთს შორის საცილო ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელიც გახდა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031