ამბები

რა ფუნქციები ექნება „ჭკვიან ბეჭედს“ რომელსაც ქართველი სტუდენტები ამზადებენ

by | Sep 8, 2016

ringსაფულის შემცვლელი ჭკვიანი ბეჭედი – პროექტი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 4 სტუდენტს ეკუთვნის (მათ გარდა პროექტზე დამატებით მუშაობს ხის ორი სპეციალისტი და ერთი დიზაინერი), სტარტაპ საქართველოს 20 გამარჯვებულს შორის მოხვდა და 100 000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა. 

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი კობა ცერცვაძე DFWatch-თან საუბრისას აღნიშნავს, ჭკვიანი ბეჭდის შეძენა მომავალი წლიდან გახდება შესაძლებელი, თუმცა რა ეღირება – ამას ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს. თუმცა აღნიშნავს, რომ სტანდარტული ბეჭდის ფასი ექნება, რაც მომხარებლისთვის სასურველი დიზაინის, ფერის, წარწერის მქონე ბეჭდის დამზადების შემთხვევაში გაიზრდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზუსტად არ აქვთ დათვლილი თუ რა ჯდება ერთი ბეჭდის დამზადება.

„ჩვენს პროექტს Cnick ჰქვია. არის ხის პირველი ჭკვიანი  ბეჭედი, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ხელის ერთი მოძრაობით, გადაიხადოს ტერმინალებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და, ამავდროულად, შეინახოს პირველადი სამედიცინო ინფორმაცია – სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები, ალერგიულობა. გარდა ამისა, „კნიკი”  ითავსებს აბონემენტების, საშვისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციასაც, რაც, რეალურად, საფულის შემცვლელსაც კი ხდის ბეჭედს“, – ამბობს  ცერცვაძე.

რაც შეეხება მასალას, რომლისგანაც ბეჭედი მზადდება, მისი შეძენა ხდება საზღვარგარეთ. კერძოდ, ის ხის სახეობები, რომლის მასალაც ბეჭედს ბუნებრივ ფერს ძენს, მხოლოდ სპეციფიკურ ადგილებზე მაგალითად, ინდოეთში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ სარტყელში გვხვდება.

ცერცვაძემ ჩვენთან საუბრისას პროექტის შექმნის იდეაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იდეა 2015 წლის დეკემბერში უნივერსიტეტის ყოველდღიურობიდან გამომდინარე გაუჩნდათ.  მათ მიერ შექმნილ პირველ ბეჭედს სწორედ უნივერსიტეტის საშვის ფუნქცია ჰქონდა.

პროექტის ავტორები ახლა ძირითადად კომპანიებისგან სხვადასხვა ლიცენზიებისა და სერთიფიკატების მოპოვებაზე მუშაობენ, რათა ბეჭედს მათი სერვისიც მიებას და  უფრო მრავალფუნქციური გახდეს.

პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს” მაღალტექნოლოგიური დარგის (ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება და ა.შ.) კონკურსში 51 ფინალისტიდან 20 გამარჯვებული, რომელთაგან თითოეული 100 000 ლარით დაფინანსდება, 25 აგვისტოს, ტექნოპარკში გამოვლინდა.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს

ცნობისთვის, „სტარტაპ საქართველო“, რომლის მიზანიც დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებისთვის ხელშეწყობაა,  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებით დამტკიცდა.

პროგრამა, რომელიც საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად მომზადდა, ეკონომიკური რეფორმის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031