meria_city_hallძირითადი საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან  დედაენის ბაღში და განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო ქუჩაზე დაიწყება. 31 დეკემბრის გალა კონცერტი ჩატარდება ვარდების მოედანზე და ქუჩები არ გადაიკეტება.

მთელი ამ ზეიმისთვის მერიის ბიუჯეტიდან 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. გალა კონცერტი კი 227 ათასი ლარი დაჯდება.

სამშაბათს, 6 დეკემბერს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საახალწლო მოსამზადებელი სამუშაო აქტიურ ფაზაშია და სიახლეები წელსაც იქნება. ნარმანიას თქმით, ახალი განათებებით მოირთება აეროპორტის გზა და აღმაშენებლის გამზირი. მათ შორის განახლებული აღმაშენებელი, ასევე პეკინის ქუჩაზე მოხდება მოძველებული განათებების განახლება. საახალწლო ღონისძიებები იქნება დედაენის ბაღში,  31 დეკემბერს კი რესპუბლიკის მოედანზე გალაკონცერტი ჩატარდება.

წელს ჩვენ განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ღონისძიებების ლოკაციები. შესაბამისად, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში არ გადაიკეტება დედაქალაქის ქუჩები. ძირითადი საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღში გაიმართება. დედაენის ბაღი, როგორც საახალწლო ქალაქი, ისე მოეწყობა და შესაბამისად, 25 დეკემბრიდან დაიწყება იქ ძირითადი საახალწლო ღონისძიებები როგორც კულტურული, ასევე გასართობი ფორმატის“, – აღნიშნა ნარმანიამ

„იქნება საშობაო ბაზრობა. ყოველ საღამოს იქნებს  კონცერტი. იქნება საბავშვო აქტივობები და ასევე დიჯეები. ბევრი კულტურული ღონისძიება და სხვა გასართობი  აქტივობები. გალა კონცერტი ჩატარდება ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ კონცერტზე  30 კომპოზიტორი მუშაობს და 30 ახალი სიმღერა შესრულდება. მთელი საახალწლო ღონისძიებებისას გზა არსად არ გადაიკეტება.  31 დეკემბრის ღამეს, კონცერტამდე ალბათ 1-2 საათით ადრე, როდესაც გუნდი შეკრებას დაიწყებს, გზის გადაკეტვა მოხდება და 1-ელ იანვარს, ღამის 2 საათისთვის ისევ  გაიხსნება,“ – ამბობს DFWatch-თან საუბრისას მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ნუცა აბაშიძე.   

აღსანიშნავია, რომ ქართველი მომღერლების ის ნაწილი, რომელიც მერიამ საახალწლო გალაკონცერტისთვის არ მიიწვია, დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს, მათ შორის კი ქართველი ცნობადი მომღელები არიან.  მომღერლებმა ტელეკომპანიაიბერიასეთერში საახალწლო კონცერტებში შოუბიზნესის წარმომადგენლების შერჩევით მონაწილეობაზე ისაუბრეს.  ამბობენ, რომ წლევანდელი კონცერტი უხარისხო და არაპროფესიონალური იქნება.   

სასურველი იქნებოდა ჩემნაირ ხარისხიან მომღერალს ემღერა ახალ წელს განაცხადა მომღერალმა ანრი ჯოხაძემ.  

მისი თქმით, მერიის განცხადება, რომ მომღერალთა შერჩევა ახალი სიმღერების მიხედვით ხდება, აბსურდია.

პროდიუსერ კახა მამულაშვილის განცხადებით, გაურკვეველია საახალწლო კონცერტებზე მომღერლების შერჩევის პრინციპი და არც ერთ წელს არც თბილისობაზე, არც ახალ წელზე მის მეუღლეს, მომღერალ ლელა წურწუმიას კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე შემოთავაზება არ მიუღია .

„წელს იქნება ნაგვის ფესტივალი და ყველამ ჩართეთ ტელევიზორები,”- „იბერიისეთერში თქვა ნუგზარ ერგემლიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კონცერტში მონაწილეებს პოლიტიკური ნიშნით არჩევენ.

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ამბობს, რომ მისთვის კონცერტებში მონაწილეობის მიღება არავის შეუთავაზებია. სიმღერა მის შვილს შესთავაზეს თუმცა ის „პანაშვიდის მუსიკასუფრო ჰგავდა, ვიდრე სიმღერას და ამიტომ ნუკა კვალიაშვილმა უარი თქვა მონაწილეობაზე

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილის თქმით, როგორც მომღერალს მას პრეტენზია არ აქვს, რომ ბლოკავენ, უბრალოდ მისი ერთი სიმღერა, რომელსაც ჰქვია „თბილისო“ ზედიზედ ორი თბილისობა დაბლოკეს, რადგან ეს სიმღერა „ნაციონალების“ დროს ტრიალებდა.

მათ ბრალდებას პასუხობს მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ნუცა აბაშიძე, რომლის თქმითაც, მომღერლებს ყოველთვის სიმღერის ავტორი არჩევს. ამ შემთხვევაში მერიამ აარჩია 30 კომპოზიტორი, რომლებმაც საკუთარი ახალი სიმღერები უნდა წარმოადგინონ. ამიტომაც სიმღერის ავტორები წყვეტენ, ვინ უნდა შეასრულოს მათი სიმღერა, ამიტომაც მერია მოპასუხედ არ გამოდგება.