ამბები

რას ეწინააღმდეგება საქართველოს ეკლესია „დიდ და წმინდა კრებაზე“ გასატანი ექვსი საკითხიდან

by | Apr 28, 2016
Gvazava

ანდრია გვაზავა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი (patriarchate.ge)

 

16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე მსოფლიოს ყველა, 14-ივე საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაიდ და წმინდა კრებასპირველად ატარებს და ეს მართლმადიდებელ სამყაროში დიდი მოვლენაა.

კრებაზე გასატანი საკითხების ირგვლივ დიდი დაპირისპირებაა. ერთ-ერთ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო  კი მსოფლიოსა, იგივე კონსტანტინოპოლის, და საქართველოს ეკლესიები ერთმანეთის ბრალდებებით აღსავსე საჯარო წერილებით აკრიტიკებენ.

კრებაზე სულ 6 საკითხი უნდა გაიტანონ და ამ ექვსიდან, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ეკლესია არსებული სახით ორი თემის გატანას ეწინააღმდეგება – სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლებთან შერეულ ქორწინებას და დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან ურთიერთობას. ორი ეკლესიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხის გამო  განსაკუთრებით გამწვავდა.

საკმაოდ უხეში ფორმით ბრალდებები პირველად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან გაისმა. მსოფლიო საპატრიარქოს დიდმა პროტოპრესვიტერმა გიორგი ცეცისმა 3 მარტს ბერძნულ საეკლესიო სააგენტო Amen.gr-ის ვებ-გვერდზე დაწერა, რომ  საკითხების განხილვებისას „ქართველი ძმების ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელი და ჩიხში შემყვანია“. უფრო მეტიც, მან საქართველოს ეკლესია „ფუნდამენტალიზმსა” და „შუა საუკუნეებში დაბრუნების სურვილსა” და „სხვა ეკლესიების ზეგავლენის ქვეშ“ ყოფნაში დაადანაშაულა.

მართალია, „სხვა ეკლესია“ აქ დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ აქ რუსეთის ეკლესია იგულისხმება, რომელთანაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ბერძენი სასულიერო პირის ეს წერილი საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა. საპასუხო წერილის ავტორია წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, რომელიც წერს, რომ შეეცდება მამა გიორგი ცეცისის მხრიდან „სტატიაში გაჟღერებულ შეურაცხყოფას“ მოთმინებით მოეკიდოს და მხოლოდ ფაქტებით ილაპარაკოს.

ქართული მხარე საუბრობს იმაზე, რომ დოკუმენტების განხილვისას წლებია, დაძაბული ვითარებაა და რომ საქართველოს დელეგატებს არ ეძლევათ პოზიციების დაფიქსირების უფლება.

„უფრო მეტიც, კენჭისყრაზე დააყენეს საკითხი, საერთოდ მისცემოდა თუ არა საქართველოს დელეგაციას სხდომების მუშაობაში სრულფასოვანი ჩართულობის უფლება, რის გამოც საქართველოს წარმომადგენლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. საბოლოოდ, ეს უფლება საქართველოს დელეგაციას „მოენიჭა“, თუმცაღა დოკუმენტის მხოლოდ ნაწილის განხილვაში შეძლეს ქართველებმა სრულყოფილად მონაწილეობის მიღება“, – წერია წერილში.

DFWatch-ი ეცადა საპატრიარქოში გაერკვია, მოგვარდა თუ არა კონფლიქტი და კონკრეტულად რა იყო დაპირისპირების საგანი, თუმცა ამაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა არავინ ისურვა.

პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველს თქმით, ის დეტალებში არ ერკვევა, თუმცა საუბარია მხოლოდ გარკვეული დოკუმენტების შეუთანხმებლობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა რაღაც საკითხი დაიბლოკოს, მაგრამ კრების ჩაშლის საფრთხე არ არსებობს.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ კონსტანტინოპოლისა და საქართველოს ეკლესიებს შორის დაპირისპირება არაა, უბრალოდ საქართველომ „ტყუილებს პასუხი გასცა“.

აღსანიშნავია ის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები იანვრის ბოლოს შვეიცარიში, შამბეზიში შეთანხმდნენ შეჯერებულიყო წარსადგენი ტექსტები. წინასწარ კამათი-მსჯელობის შემდეგ განსახილველ საკითხთაგან ამოღებულია დიპტიხის, კალენდრისა და ავტოკეფალიის მინიჭების საკითხები. განსახილველად გადის ექვსი დოკუმენტი: 1. მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში; 2. მართლმადიდებლური დიასპორა; 3. ავტონომია და მისი გამოცხადების წესი; 4. ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები; 5. მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს; 6. მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან.

როგორც წინასწარ ცნობილია, გადაწყვეტილება კონსესუსის გზით უნდა მიიღონ და ერთი ეკლესიის წინააღმდეგობაც იმას ნიშნავს, რომ საკითხი დაიბლოკება.

საქართველოს ეკლესიამ ერთი საკითხის – „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” – არსებული სახით გატანას ხელი არ მოაწერა. მეორე საკითხი, „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან”, შესწორდა და პატრიარქმა ილია II-ემ მას ხელი მოაწერა. თუმცა დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩატარდა წმინდა სინოდის კრება, სადაც ქართველმა მღვდელმთავრებმა ეს შესწორებული დოკუმენტიც დაიწუნეს, რის გამოც საკითხის განსახილველად სპეციალური კომისიის შექმნა გადაწყდა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი გიორგი ცეცისი ამ „უკანდახევის“ გამო უკმაყოფილოდ წერს, რომ ქართველმა დელეგატებმა მათ „სული ამოხადეს”, სანამ ამ დოკუმენტში არაერთი ცვლილების შეტანას არ მიაღწიეს და შემდეგ ცვლილებას ხელიც მოაწერეს და კითხვას სვამს, წმინდა სინოდის კრებაზე ეს თანხმობა რატომ უარყვეს. დაპირისპირებაც ამ უარყოფიდან დაიწყო.

ხოლო რატომ უარყვეს ხელმოწერილი დოკუმენტი ქართველმა მღვდელმთავრებმა და რა შინაარსისაა ის დოკუმენტი, რომლის გამოც კონსტანტინოპოლისა და საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ამაზე პასუხის მიღება საპატრიარქოდან ვერ მოხერხდა.

თეოლოგების თქმით კი საქართველოს ეკლესია შერეულ ქორწინებებს არ ეთანხმება. ასევე მისთვის მიუღებელია ე.წ. „ეკუმენური ურთიერთობების” საკითხიც, განსაკუთრებით კათოლიკურ სამყაროსთან. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში, იგივე ე.წ. ეკუმენური ორგანიზაციაში, სადაც ქრისტიანული კონფესიები არიან გაერთიანებული, საქართველო 1962 წელს შევიდა, 1997 წელს კი საქართველოს საპატრიარქოში არსებული დიდი წინააღმდეგობის გამო ეს საბჭო დატოვა.

ცეცისი თავის წერილში საქართველოს მიერ ამ საბჭოს დატოვებას ქართველი ფუნდამენტალისტების გამარჯვებად აფასებს.

თეოლოგიის დოქტორი ვაჟა ვარდიძე DFWatch-თან საუბრისას აცხადებს, რომ დოკუმენტები საჯარო არ არის და უთანხმოებაზე ვერ იმსჯელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიას გარკვეული საკითხებისადმი უკიდურესად კონსერვატიული და ფუნდამენტური დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, მიიჩნევს, რომ სხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელთან ჯვრისწერა დაუშვებელია, სანამ ის მართლმადიდებლად არ მოინათლება. სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები კი პრაქტიკაში გამონაკლისი სახით ასეთ ჯვრისწერას უშვებენ-ხოლმე.

ვარდიძის თქმით, ასევე განსხვავებულია მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან. საქართველოში ყველანაირ განსხვავებულ კონფესიას უარყოფენ და მათთან არ თანამშრომლობენ, მიუღებელია ე.წ. ეკუმენიზმი, რაც სხვა კონფესიებთან კეთილგანწყობილ ურთერთობას და ერთობლივ ლოცვას გულისხმობს.

„სხვა კონფესიებისაგან მტრის ხატის შექმნა იმის შთაბეჭდილეაბს ტოვებს, რომ ეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესზე ასხამს წყალს,“- ამბობს ვარდიძე.

მისი თქმით, ბევრი ქართულ ეკლესიას ადანაშაულებს იმაში, რომ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ის რუსული ეკლესიის ინტერესებს ატარებს; ამ დაპირისპირებაში იქმნება შთაბეჭდილებაა, თითქოს კონფრონტაციული პოზიციით საქართველოს ეკლესია, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს წისქვილზე ასხამს წყალს, რომლესაც სრული დომინანტობისა და „მესამე რომის“ სტატუსზე აქვს პრეტენზია, ხოლო რადგანაც ეს კრება კონსტანტინოპოლის ინიციატივით ტარდება, რუსეთის სურვილია ის ჩაიშალოს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930