ამბები

რადიაქტიური ურანის 200 მილიონად გაყიდვის მცდელობაზე 6 კაცი დაიჭირეს

by | Apr 18, 2016
uranium-238

რადიაქტიური ურანის 200 მილიონად გაყიდვის მცდელობაზე 6 კაცი დაიჭირეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) რადიაქტიური ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. როგორც ორშაბათს, გამართულ ბრიფინგზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა განაცხადა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები,  სომხეთისა და საქართველოს 3-3 მოქალაქე,  დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს.

სუს-ის განცხდებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ.

უწყების ცნობითვე, დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში  აღმოაჩინეს ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა ურანი იზოტოპ 238-ით, რომელიც  ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშია.

დაკავებულ ექვსივე პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 აპრილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე   სს კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რადიაქტიური ურანის წარმოშობის წყაროზე სუს-ში კომენტარი არ გააკეთეს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930