ამბები

პროკურატურა: უმეტესად საქმე გვაქვს “ვირუსთან”

by | Mar 31, 2016

ხუთშაბათს ფარული ვიდეო-კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში adjara_prosecutor_officeპროკურატურამ ფარული ჩანაწერების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება  და გაირკვა, რომ უმეტესად საქმე ინტერნეტ „ვირუსთან“ გვაქვს.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში DFWatch-ს უთხრეს, რომ ეს განცხადება ზოგადად გასულ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხება და არა კონკრეტულად ხუთშათათს გავრცელებულ კადრებს.

„გასულ დღეებში რამდენიმე განცხადება გაკეთდა, რომ კონკრეტულმა პირებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მიიღეს. თუმცა მათი დაკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რაღაც ვირუსები მიიჩნიეს ფარულ ჩანაწერებად და  განგაში ატეხეს,“- განუცხადეს DFWatch- ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია დამატებითი განმარტებების გაკეთება, გარდა იმ განცხადებისა, რაც გავავრცელეთ,“ – დაამატეს პროკურატურის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, 11 და 14 მარტის შემდეგ, ხუთშაბათს პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი უკანონო, ფარული ჩანაწერები გავრცელდა. „იუთუბზე“ ატვირთული ვიდეოს ბმული სოციალურ ქსელ  ფეისბუქში რამდენიმე ადამიანმა მიიღო. მათ შორის, ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტის“ წამყვანმა მაკა რაზმაძემ, მსახიობმა ბესო ზანგურმა და ჟურნალისტმა ირაკლი ყურაშვილმა. ყველა მათგანი პროკურატურაში უკვე დაკითხეს, თუმცა DFWatch-თან საუბრისას უწყებაში არც მათი დაკითხვის შესახებ გააკეთეს კომენტარი.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031