ამბები

პროკურატურამ ქონების წართმევის 5 საქმე გამოიძია

by | Jun 4, 2015

prosecutors_office_Cropპროკურატურაში აცხადებენ, რომ ახლადშექმნილმა საგანგებო განყოფილებამ, რომელიც “ქართული ოცნების” მთავარ წინასაარჩევნო დაპირებაზე, სამართლიანობის აღდგენაზე მუშაობს, წინა მთავრობის დროს მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნა.

განცხადების თანახმად, პროკურატურის ამ განყოფილებამ 1000-მდე საჩივარი განიხილა და 118 სისხლის სამართლის საქმეზე იქნა გამოძიება წარმოებული, რა დროსაც მხილებულ იქნა 5 საჯარო მოხელე, რომლებიც იმდროისთვის დასაქმებული იყვნენ შსს-სა და პროკურატურაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, იმერეთის უშიშროების უფროსი კონსტანტინე არჩაია, კუდის თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებისათვის თანხების გამოძალვას, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, მისი ქმედების გამო დაზარალდნენ:  შპს “ლაგის” დირექტორი, ლაშა კვირიკაძე და შპს “ლუქსის” დირექტორი ზაზა ვაშაკიძე.

„ვინაიდან კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს კონსტანტინე არჩაიას დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. საქმეზე გრძელდება გამოძიება, დეპარტამენტი სწავლობს იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენთა გამოძალვის სხვა ფაქტებს, სადაც ასევე კონსტანტინე არჩაია ფიგურირებს,“ –  ამბობს პროკურატურა.

გარდა ამისა,  პროკურატურის ინფორმაციით,  გახსნეს მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის სამი ფაქტიც, რასაც ადგილი ჰქონდა პროკურატურასა და შს რაიონულ სამმართველოში. სამივე ამ შემთვევაში, საჯარო მოხელეების დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა საერთო ნიშნები, ხასიათი და ხელწერა, ისინი მოქმედებდნენ ქონების იძულებით დათმობისა და ჩარმოთმევის მსგავსი სქემებით, რაც ხორციელდებოდა მათი ზემდგომი თანანმდებობის პირების მითითებით და დანაშაულებრივ კონტროლ ქვეშ.

ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ხუთივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 4 დაზარალებულის დარღვეული უფლება. ოთხივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი მანქანები, რომელთაგანც ორი მანქანა ირიცხება პროკურატურის ბალანსზე, ხოლო ორი ავტომანქანა შსს-ს ბალანსზე.

კერძოდ, დაზარალებულ მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს დაუბრუნდებათ “ტოიოტა ლენდ კრუზერი LC150″; ხათუნა საგანელიძეს დაუბრუნდება ა/მანქანა “ტოიოტა ავენსისი 1.8.” და  “ჰიუნდაი სონატა”; ხოლო ლაშა ჭოხონელიძეს ავტომანქანა “ჰიუნდაი IX35″ .

პროკურატურის ამ განცხადებას ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაზარალებულებისთვის ავტომობილების უკან დაბრუნების საკითხზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს.

„როგორც ვიცი, რამდენიმე ავტომობილის დაბრუნებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეეხება წინა წლების განმავლობაში წინამორბედი ხელისუფლების დროს დაზარალებულ ყველა ადამიანს, თუმცა პროცესი დაწყებულია და ის მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ. სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაქტიურდეთ და კარგია, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031