ამბები

პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ჩანაწერი გავრცელდა

by | Mar 14, 2016
10428537_951326114892710_2754577462675764625_n

აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ დილით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო „ფეისბუქში“ მის გვერდზე უცნობი პირის ან პირების მიერ აიტვირთა

სოციალური ქსელის, Youtube-ის მეშვეობით ორშაბათს დაუდგენელმა პირებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი უკანანო ფარული ჩანაწერი გაავრცელეს და სხვა ჩანაწერების გამოქვეყნებაც დააანონსეს.

ვიდეოს თან ახლავს მინაწერი, რომ კადრები ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ასახავს და დამატებით ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, 31 მარტამდე პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ვიდეოების გავრცელება გაგრძელდება. დაანონსდა რამდენიმე გვარიც.

ვიდეო უკვე დაბლოკილია. პროკურატურაში ამ საქმეზე საინფორმაციო სააგენტო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ლაშა ბერულავა დაკითხეს. როგორც პროკურატურაში შესვლამდე ბერულავამ ჟურნალისტებს უთხრა, საქმე ეხება ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც იმავე დილით, დაახლოებით 07:30 საათზე, „ფეისბუქში“ მის გვერდზე უცნობი პირის ან პირების მიერ აიტვირთა.

ბერულავას თქმით, მან გააკეთა “სქრინშოტი”, ასევე შეინახა იმ გვერდის სახელწოდება, რომლითაც აღნიშნული ვიდეო მის გვერდზე დაიპოსტა და სწორედ ეს მასალები მიიტანა პროკურატურაში.

„დილით, როცა ვიდეო ვნახე, დავსქრინე, წავშალე და დავრეკე საპატრულო პოლიციაში. ისინი ოპერატიულად მოვიდნენ. მივაწოდე ინფორმაცია, შემდეგ ასევე გამომძიებლები მოვიდნენ, გამომკითხეს და ამის შემდეგ დამიბარეს პროკურატურაში”, – განაცხადა ბერულავამ.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს უკვე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც, ვიდეოს გამავრცელებლის განცხადებით, ერთ-ერთი ოპოზიცინოერს ეკუთვნის. გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო („პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება“) და დამამძიმებელ გარემოებებში ისჯება „ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930