ამბები

პეტრიაშვილის დაჭრაზე ერთი კაცი დააკავეს

by | Mar 7, 2016

Alexi_Petriashvili_cropped“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე, ექსმინისტრ  ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, 41 წლის ლევან მ. ბორჯომში აიყვანეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. თავდამსხმელები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ლევან მ. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბორჯომში დააკავა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდის შიდა ზედაპირიდან აღებული და ჩაქუჩის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილების დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ლევან მ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, ჩაქუჩზე არსებული ადამიანის სისხლის გენეტიკური პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი ალექსი პეტრიაშვილს ეკუთვნის.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

პეტრიაშვილის, მეუღლე ეკა მიშველაძის თქმით, მისთვის უცნობია ვინ არის ლევან მ. და თვლის, რომ ეს ალბათ, მხოლოდ დასაწყისია და ის გამოძიებისაგან ყველა კითხვაზე პასუხს ელოდება.

„ძალიან კარგია, რომ ასეთი წინსვლა აქვს გამოძიებას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დაეხმარება მას საქმის საბოლოოდ გახსნაში და დასრულებაში. ჩვენი მოლოდინია, რომ დაკავებული იყოს მეორე მონაწილე და, რა თქმა უნდა, გამოძიებული იყოს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და თუ ჰყავს ამ საქმეს შემკვეთი, რა თქმა უნდა, შემკვეთიც უნდა იყოს დაკავებული”, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეომა სტაბილურია. პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში დაკითხეს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031