ამბები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში შეიძლება ცვლილებები შევიდეს

by | Apr 14, 2016
qaldani

თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი “თბილისი რუმზში” ჟურნალისტებთან შეხვედრისას (ფეისბუქი)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შესაბამის კანონში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობასა და საჭიროებაზე საუბრობს. აპარატის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია, რომლის მიზანიც, ინსპექტორის, თამარ ქალდანის შეფასებით, არსებული კანონმდებლობის დახვეწა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, ხუთშაბათს სასტუმრო „თბილისი რუმზსში“ გაიმართა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი პროექტი ერთდროულად რამდენიმე კანონის შეცვლას გულისხმობს. თუმცა, განსაკურებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებით სწორედ ინსპექტორს ექნება აუდიოჩანაწერისა და იმ კომპანიების კონტროლის უფლება, რომლებიც აუდიო მოსმენას ახორციელებს. მოქმედი კანონმდებლობით მოქალაქეთა აუდიოკონტროლი რეგულაციის მიღმა არის დარჩენილი.

ცვლილებები გულისხმობს, ასევე, იმ კომპანიების შავი და თეთრი სიების შედგენას, რომელთაც ადამიანთა  პერსონალურ მონაცემებზე მიუწვდება ხელი. ამ სიაში იქნება ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის  შესრულების  მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან ან პირიქით, სისტემატურად და უხეშად არღვევენ მას.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს  იმ აპარატურის აღრიცხვის შესაძლებლობა ექნება, რომლითაც აუდიო და ვიდეო გადაღება ხორციელდება.

DFWatch-თან საუბრისას ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო სარიშვილმა კიდევ რამდენიმე  ცვლილებაზე ისაუბრა.

კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ორგანიზაციებს, რომლებსაც პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ვალდებულება უჩნდებათ რომ მოქალაქეებს საკუთარი მონეცემების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.  მათ შორის იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა პერსონალურ მონაცემზე უკანონო წვდომა.

სარიშვილის თქმით, სანქციები მკაცრდება ისეთი დარღვევების მიმართაც, რაც  ბევრი ადამიანის  მონაცემებზე უკანონო მანიპულაციებს გულისხმობს.

„პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ კანონის ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. ცვლილებების პაკეტის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ევროსაბჭოს ექსპერტებიც.

როგორც პერსონალურ დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი აღნიშნავს, დღევანდელი პრეზენტაცია ცვლილებების პროექტის ბოლო განხილვა იყო და  ახლა უკვე მისი პარლამენტში ინიცირება მოხდება.  თუმცა, ინიცირების კონკრეტული დრო ქალდანს არ დაუსახელებია.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031