ამბები, უმცირესობები

„ოცნების“ სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატები თანამემამულეებს თავშეკავებას ურჩევენ

by | Apr 6, 2016
f23894d33722abf4fcfec6b9820d9eb0_44958

Ruslan Pogosyan and Ali Mamedov (parliament.ge)

საქართველოს პარლამენტის წევრები, რუსლან პოღოსიანი და ალი მამედოვი ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან.

დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ ყარაბაღში შექმნილი საომარი ვითარების გამო, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო დღეებში.

„მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით, ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ისეთი ხასიათის ქმედებებისგან და მოწოდებებისგან, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს ტერიტორიაზე ამ ორი ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.

„საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალკულტურული სიმდიდრითა და კეთილმეზობლური ურთიერთობებით და საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია ხელი შეუწყოს ამ ტრადიციების შენარჩუნებას“, – აღნიშნულია დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

დეპუტატები მწუხარებას გამოთქვამენ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ამ ეტაპზე მთიან ყარაბაღში ცეცხლი შეწყვეტილია. თუმცა 2 აპრილს საომარი მოქმედებების განახლებამ  საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ თემებს შორის ურთიერთობები დაძაბა. უფრო მეტიც, კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების მცირე ჯგუფი საომრადაც კი გეგმავს წასვლას, თანაც სხვადასხვა მხარეზე – ეთნიკური აზერბაიჯანელები ოფიციალური ბაქოს მხარდასაჭერად,  ეთნიკური სომხები კი  ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის დასაცავად. ამის შესახებ DFWatch-თან საუბრისას ეთნიკური უმცირესობების უფლებადამცველი, „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი აცხადებდა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930