ozurgeti_police_car

(“ინტერპრესნიუსის” ფოტო.)

უცნობი პირები იეჰოვას მოწმეებს პირველ იანვარს თავს დაესხნენ ოზურგეთში.

გურიის ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელებმა მათი მანქანის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. ქვები ე.წ. სამეფო დარბაზის შენობასაც ესროლეს.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. გურიის პოლიციის სამმართველომ გამოძიება დაიწყო, თუმცა უცნობია, მომხდართან დაკავშირებით ვინმე თუ დააკავეს. გამოძინება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით, რომელიც სხვისი ქონების დაზიანებას ეხება.

იეჰოვას მოწმეებმა „გურიის მოამბეს“ უთხრეს, რომ თავდამსხმელები სავარაუდოდ თინეიჯერები არიან.