ამბები

ნინო ბურჯანაძის მორიგი ვიზიტი მოსკოვში

by | Feb 24, 2016
burjanadze

Nino Burjanadze

რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობლი პოლიტიკოსი,  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდა. კონკრეტულად რა თემაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე, ამის შესახებ არც ერთი მხარე არ საუბრობს.

პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ ვიზიტით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა – ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, როგორებიც ხდებოდა ადრე და ამგვარი შეხვედრები კიდევ ძალიან ბევრი იქნება, მათ შორის წელსაც.

„პარტიის გაცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია დაიწყოს ფართომასშტაბიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები და დაძრას და მოაგვაროს ის საკითხები, რომელიც გაყინულია, რასაც ვერ ახერხებს დღევანდელი ხელისუფლება, რადგან ამის გამბედაობა არ ჰყოფნის. ეს ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართელოს ტერიტორიაზე სააკაშვილის მიერ შემოყვანილ რუსულ ჯარს ,“- აცხადებს DFWatch-თან საუბრისას პარტიის პრესსამსახურის უფროსი ბაკურ ბაკურაძე.

მისი თქმით, სწორედ ასეთი შეხვედრებით მიაღწია ნინო ბურჯანაძემ გარკვეული პრობლემების მოგვარებას – მაგალითად, ვიზების გამარტივებას. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ აჭარაში და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში არც ერთი  ცალი ციტრუსი არ დარჩენილა და ყველა რუსეთის ბაზარზე გაიყიდა, არა აბაშიძე-კარასინის, არამედ კარასინი-ბურჯანაძის შეხვედრების შედეგია.

კითხვაზე, ასეთი პოლიტიკა როგორ აისახება პარტიის მხარდაჭერაზე,  ბაკურაძე  აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი  ნაწილი მათი პოლიტკური ძალის მიერ გაცხადებული პოზიციის მომხრეა.

კარასინი-ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „დემოკრატიული მოძრაობის“ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა.

“სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის ნორმალიზების საკითხი, ის ასპექტები, რომლითაც ამის მიღწევა შესაძლებელია,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაახლოებით იგივე განცხადება გამოაქვეყნა პარტიამაც. დამატებით კომენტარს პარტიის ლიდერი არ აკეთებს და როგორც პრესსამსახურის უფროსი აღნიშნავს, იმიტომ, რომ ახალი არაფერი ყოფილა.

„მე საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს პრორუსულობა ან პროდასავლურობა. ქართველი პოლიტიკოსი პროქართული უნდა იყოს და საქართველოს ინტერესების მხედვით მოქმედებდეს. საქართველოს ინტერესებში კი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ნამდვილად შედის. ვფიქრობ,  ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო გამთლიანდეს და დემოკრატიული სახელმწიფო გახდეს.

“ასე რომ, იარლიყების არ მეშინია. რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვაპიებ. პირიქით, იქ კიდევაც ჩავალ და შეხვედრებსაც გავმართავ. ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ თუ რამდენად დიდია რუსეთის გავლენა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაზე, ან ბრიყვები არიან ან სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ შეგნებულად მიდიან,“- მოსკოვში გამგზავრებამდე გაზეთ „რეზონასნთან“ ინტერვიუში აცხადებდა ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ლიდერი იყო, ახლა კი ბევრი მას საქართველოში ყველაზე პრორუსულ პოლიტიკოსად მიიჩნევს. ამას საფუძველი დაუდო მისმა ვიზიტმა მოსკოვში 2010 წელს, როდესაც ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.  გარდა ამისა, მის განცხადებებშიც მუდმივად ისმის რუსეთის მიმართ ლოალური, დასავლეთის მიმართ კი კრიტიკული დამოკიდებულება. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნინო ბურჯანაძემ, ხმების 10.2%-ით,  მესამე ადგილი დაიკავა “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების შემდეგ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930