ამბები

“ნაციონალ” დეპუტატებს ვიზა ლიბერალიზაციის ხელშეშლის მცდელობაში ადანაშაულებენ

by | May 4, 2016
bwerdznihvli

ლევან ბერძენიშვილი: „ქართული დელეგაციის ორმა წევრმა თავი შეიკავა მხარი დაეჭირა რეზოლუციისათვის, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ქართველებს ეკუთვნით ვიზა-ლიბერალიზაცია და სადაც ეწერა, კარგი იქნება, თუკი ეს ივნისში მოესწრებაო”

საპარლამენტო უმრავლესობა “ნაციონალურ მოძრაობას” ევროკავშირთან ვიზების გაუქმების პროცესის ხელშეშლაში ადანაშაულებს.

კერძოდ, “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ბრიუსელში, ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე ამ საკითხს “ნაციონალებმა”, გიორგი კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ, მხარი არ დაუჭირეს.

კანდელაკი ადასტურებს, რომ “ერთ-ერთი დოკუმენტის” მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, თუმცა ამტკიცებს, რომ ის არა ვიზალიბერალიზაციას, არამედ საქართველოში არსებულ დემოკრატიულ სიტუაციას ეხებოდა.

ნაციონალური მოძრაობისადა ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე დეპუტატისანტიქართული გეგმის ჩავარდნაზესაუბარი პირველად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ დაიწყო, როდესაცფეისბუქისგვერდზე დაწერა, რომ 25-26 აპრილს ბრიუსელში გამართულ ასოცირების კომიტეტის რიგით მეორე სხდომაზე გიორგი კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ, ისევე როგორც ევროპის სახალხო პარტიის (ესპ) 5-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის სარეკომენდაციო დოკუმენტს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ის ხმათა უმრავლესობით მაინც  მიიღეს.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილიც ირწმუნება, რომ ქართული დელეგაციის 10 წევრიდან 2-მა, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ასოცირების კომიტეტის საბოლოო რეზოლუციასაც არ დაუჭირა მხარი.

ქართული დელეგაციის ორმა წევრმა თავი შეიკავა მხარი დაეჭირა რეზოლუციისათვის, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ქართველებს ეკუთვნით ვიზა-ლიბერალიზაცია და სადაც ეწერა, კარგი იქნება, თუკი ეს ივნისში მოესწრებაო. სულ მალე გამოქვეყნდება ოქმი, სადაც ნაჩვენები იქნება ყველა კენჭისყრის შედეგი და ამას ნახავთ თქვენც,“- ამბობს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, საბოლოო რეზოლუციამდე დოკუმენტში შესწორებები შეჰქონდა ევროპის სახალხო პარტიას, რომელსაცძალიან ანტიქართული პოზიცია ეკავა“, მაგრამ ვერც ერთი ვერ გადიოდა, რის გამოც ეტყობა განაწყენდნენნაციონალები“. თუმცა რადგანაც საბოლოო დოკუმენტი დადებითია, კანდელაკისა და ლონდარიძის მცდელობა, დიდი ალბათობით, უარყოფით გავლენას ვერ იქონიებს.

არც ერთი დებულება, რომელიც ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, მათ შორის ის, რომ გაეთვალისწინებინათ პოლიტიკური პატიმრები, ჩვენთვის ვიზა-ლიბერალიზაცია არჩევნებამდე არ მოეცათ და ტექსტში ხელისუფლების მაკრიტიკებელი ნაწილები შეეტანათ, არ მოხდა - ტექსტი ძირითადად დადებითია. ჩვენ ამ კუთხიით ყველა პირობა შევასრულეთ და სახალხო პარტიის მოთხოვნები ღრმად უსაფუძვლო და უსამართლოა. არავის უკვირს, მაგრამ ცოტა სასაცილოა, რომ ისინი მეგობარ “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერენ მხარს - ყველა საზღვარს გასცდნენ. რატომ უნდა შეაფერხო საქართველოს მოქალაქე იმის გამო, რომ სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ მიიჩნია, ჩემთვის უცნობია. მაგ ლოგიკით ვერავინ უნდა მიიღოს ვიზა- ლიბერალიზაცია, იმიტომ, რომ ყველგან ვიღაც არის დაპატიმრებული,“- ამბობს ბერძენიშვილი.

პასუხად გიორგი კანდელაკი DFWatch-თან საუბრისას აცხადებს, რომ ამ დისკუსიაში ღრმად შესვლას საჭიროდ არც თვლის.

ეს დოკუმენტი ეხებოდა არა ვიზა ლიბერალიზაციას, არამედ ზუსტადაც მთელ ქვეყანაში არსებულ ზოგად სიტუაციას, მათ შორის დემოკრატიის სფეროში.  ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი წყდება იგივე კომიტეტში, შემდეგ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, შედეგ ევროკავშირის საბჭოშიამ განცხადებაში, რომლის გავლენა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებაზე არის ნული და რომელიც თავისი სტატუსით არ არის მაღალი დონის და მნიშვნელობის დოკუმენტი, სხვადასხვა ფრაქციების მხრიდან იყო ძალიან ნეიტრალური შესწორებები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოსა დარუსთავი 2“-ის შესახებ.  მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიმართ იყო მოწოდება, რომ აზრი ვენეციის კომისიისთვის ეკითხათ. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ დებულება ევროპარლამენტარების მხრიდან უმრავლესობამ დაბლოკა. ამიტომ, ამ ზოგადი დოკუმენტის მიმართ მოხდა თავის შეკავება და მე ამ დისკუსიაში ღრმად შესვლას საჭიროდ არც ვთვლი. იმის მტკიცება, რომ ჩვენ თურმე წინააღმდეგნი ვართ ვიზა ლიბერალიზაციის დაჩქარების, აბსურდია. ჩვენი გეგმის თანახმად, ვიზა ლიბერალიზაცია 2014 წელს უნდა ყოფილიყო ძალაში შესული და ამაზე მე ბევრჯერ ვისაუბრე,“- განაცხადა კანდელაკმა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930