ამბები

„ნაციონალების“ მიერ წუთიერ დუმილზე უარის თქმა პარლამენტში გინებით დასრულდა

by | May 25, 2016
parliament

2011 წლის 26 მაისის თემაზე პარლამენტარები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ipn.ge)

ქუთაისში ოთხშაბათის პლენარული სხდომა დიდი ჩხუბით გაიხსნა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიტიკური განცხადებები ნუგზარ წიკლაურმა და ზაზა პაპუაშვილმა გააკეთეს.

წიკლაურმა 22 მაისს კორცხელის ინციდენტში ვიცე-პრემიერის დაკითხვა და მონაწილე პირების დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვა. პაპუაშვილმა კი 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა გაახსენა წინა ხელისუფლებას და დეპუტატებს ამ დღეს გარდაცვლილების ხსოვნისათვის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით ფეხზე წამოდგომისკენ მოუწოდა. ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უარი განაცხადეს, რასაც მოჰყვა სწორედ დიდი გაწევ-გამოწევა.

სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები ოთარ ჩრდილელი და ზურაბ ზვიადაური და „ნაციონალების“ დეპუტატს ტარიელ ლონდარიძე დაუპირისპირდნენ. ზვიადაური, რომელმაც „ნაციონალებს“ პირდაპირ აგინა, სიტუაციის გასამუხტავად დარბაზიდან ძალით გაიყვანეს. მოწინააღმდეგისკენ „იწეოდა“ გადამდგარი პოლკოვნიკი ტარიელ ლონდარიძეც. იყო მოწოდება, დეპუტატებს ადგილი დაეკავებინათ, მაგრამ რამდენი წუთის განმავლობაში არავინ არავის უსმენდა.

აღსანიშნავია ის, რომ რეგლამენტის გათვალისწინებული გამოსვლა ნუგზარ წიკლაურმა კვირას, 22 მაისს საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე სამეგრელოს სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების გამოძიების მოთხოვნით დაიწყო.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კორცხელში განსაკუთრებული სისასტიკით ადამიანების სისხლიანი სასაკლაო გაიმართა და ეს იყო ადამიანების მიერ კარგად მომზადებული დევნა და ეს იყო სამეგრელოსა და ქართული სახელმწიფოს გათელვის მცდელობა.

„იყო უმოწყალო დევნა მოქალაქეების, ქალების, ბავშვების. ყველაზე უფრო შთამბეჭდავი იმ დღეს მაინც იყო კრიმინალებისაგან შეშინებული პოლიციელის სურათი, რომელიც შეუბრალებლად იყო ნაცემი. ის წარმოადგენდა სახელმწიფოს, მაგრამ ეს სახელმწიფო იმ წუთას იმ სოფელში და იმ ვაქხანალიაში, რაც მოაწყვეთ, არ არსებობდა. ჩვენ ვიხილეთ უმოქმედო და უსუსური პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამ უკანონობის აღსაკვეთად. შემდეგ ჩვენ ვიხილეთ უმოქმედო და უსუსური პოლიცია, რომელსაც არ შეუძლია რეაგირება მოახდინოს მოქალაქეების დევნაზე. ვიხილეთ პროკურატურა, რომელსაც არ შეუძლია სს სამართლის საქმის აღძვრა და  დაუყოვნებლივ დაკითხოს ამ ბანდფორმირების ხელმძღვანელი, ვიცე-პრემიერ კალაძე. სს დანაშაული ჩადენილია სწორედ ამ ადამიანის მიერ შეკრებილი ბანდფორმირებისაგან,“- განაცხადა წიკლაურმა.

პასუხად კი ზაზა პაპუაშვილმა მას 2011 წლის 26 მაისს და 2007 წლის 7 ნოემბრის დარბეული აქციები შეახსენა.

„ყველას ახსოვს 2011 წლის 26 მაისი რა შავდილად გაუთენდა ქვეყნის მოსახლეობას „ნაციონალურ-ბოლშევიკურმა“ მოძრაობამ და მისმა, ამ ქვეყნიდან გაქცეულმა სხვა ქვეყნის მოქალაქემ“. როგორ გადაწმინდეს სისხლით პროსპექტი და როგორ როკავდნენ საღამომდე და წარმართულად იძახოდნენ – ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერიო. იძახოდნენ: მიშა! მიშა! ჩვენ მაშინ ყველა ვიძახოდით: საქართველო! ყველას მინდა ქედი მოვუხარო, ვინც ამ ხროვას, ამ ბოლშევიკებს ებრძოდნენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო? 7 ნოემბერი, 26 მაისი, არჩევნების გაყალბება. გამყალბებლების მთელი კოჰორტა ზის აქ და ამას ვიტანთ დღეს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩამოინგრეს. ახლა დაძრწიან ქუჩა-ქუჩა, შუკა-შუკა, ოღონდ რაღაც პროვოკაცია მოაწყონ, ხალხი შარში გახვიონ და შემდეგ ვიღაცას შესტირონ, როგორ სდევნიან,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

რამდენიმე წუთიანი დაპირისპირება ჩაცხრა, თუმცა პლენარულ სხდომაზე კორცხელის ინციდენტის განხილვა მაინც ერთ-ერთ მთავარ თემად მაინც დარჩა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930