ამბები

მოსკოვი თბილისთან 4-წლიანი ურთიერთობით კმაყოფილია

by | Oct 21, 2016

grigory_karasin-საქართველოსთან ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღწეული ორმხრივი ნორმალიზების შედეგი იმედისმომცემია,“ – რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინს შორს 19 ოქტომბერს პრაღაში შეხვედრის შედეგებს აჯამებს და ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოსთან ურთიერთობის შემდგომ გეგმებზეც საუბრობს.

განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის 19 ოქტომბერს, პრაღაში გამართული შეხვედრის შედეგია შეჯამებული.

8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კარასინისა და აბაშიძის შეხვედრა პირველად შედგა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ორივე მხარე დაინტერესებულია, გააგრძელოს პრაგმატული კურსი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზებისკენ და მოსკოვის თქმით, მათგან ნაბიჯებიც იდგმება.

მაგალითად ის, რომ რუსულმა მხარემ საქართველოსთვის ქართული ფილმების არქივის გადაცემა დაიწყო; გარდა ამისა,  რუსეთი განიხილავს სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს საქართველოს ავიაკომპანიების თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის; შემოდგომაზე კი თბილისში რუსი ბიზნესმენები ჩამოდიან.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორმხრივი ნორმალიზაციის პროგრესი იმედისმომცემია. რუსეთი კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მისი ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად – მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36 %-ით გაიზარდა” – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 2016 წლის სამი კვარტლის შედეგად ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 17 %-ით გაიზარდა.

საგარეო უწყება, პოზიტიურად უყურებს ნოემბერში თბილისში დაგეგმილი რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრას. “შეხვედრა ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას” – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ საქართველოში რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა „სტაბილურად მაღალი“ რჩება. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ წელს საქართველო რუსეთიდან ტურისტების რეკორდულ რაოდენობას – ერთ მილიონზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს.

მხარეებმა აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების ზრდის გაგრძელება. მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობა გაგრძელდება.

განცხადების თანახმად, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 2017 წლის დასაწყისში გაიმართება.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031