ამბები

მთავრობა: რუსეთი საქართველოს სავიზო რეჟიმის შემსუბუქების ჰპირდება

by | Jul 17, 2015
abashidze_zurab

ზურაბ აბაშიძე არ აკონკრეტებს იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი აფხაზეთთან რკინიგზის აღდგენის შესახებ (IPN)

საქართველოს მთავრობა  აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის  სავიზო რეჟიმის შემსუბუქების დაპირებას იძლევა. თუმცა, დეტალები  ჯერჯერობით უცნობია.

ამის შესახებ  მთავრობის ოფიციალურ განცადებაშია ნათქვამი, რომელიც პრაღაში გამართული აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

„რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ პრაქტიკულ ჭრილში განიხილება საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გარკვეული შემსუბუქების შესახებ, რის თაობაზეც მომავალში დეტალურად ეცნობება ქართულ მხარეს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, ამ საკითხის დეტალები ჯერჯერობით ისევ უცნობია. აბაშიძეს ამ თემაზე საუბარი არ სურს. მთავრობაში კი აცხადებენ, რომ დეტალები საზოგადოებისთვის მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

მოლაპარაკების ეს ფორმატი თავდაპირველად მხოლოდ სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნა, მაგრამ ნელ-ნელა ფართოვდება, რაც პოლიტიკური ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევს.

ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე, პრემიერის პირადი წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძეთან ერთად, საქართველოდან იმყოფებოდნენ ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი კვანჭახაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე.

ამიტომ იყო ვარაუდი, რომ შეხვედრაზე საუბარი იქნებოდა აფხაზეთთან რკინიგზის გახსნის საკითხზეც. თუმცა, ხელისუფლება ამ საკითხის განხილვას უარყოფს.

მთავრობის განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, რომ „ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარების ერთადერთ ფორმატს“.

განხილულ საკითხებში კი ნახსენებია „პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები“. ასევე ნათქვამია, რომ საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას.

„აღინიშნა, რომ 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წელს შემცირდა 8,9%-ით. 2014 წელს ქართულმა კომპანიებმა რუსეთში გაიტანეს 275 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქცია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეს რიცხვი შეადგენს 65,8 მლნ აშშ დოლარს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ხაზგასმულია, რომ „მნიშვნელოვნად გაიზარდა საავიაციო მიმოსვლის მოცულობა, შემცირდა ავიაბილეთების ღირებულება, რაც ხელს უწყობს საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაიზარდა 14,6 %-ით“.

განხილულ იქნა ასევე ზოგიერთი ახალი სახეობის ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვების საკითხი. თუმცა, არ კონკრეტდება, რა პროდუქციაზეა საუბარი.

ქართული მხარე აცხადებს, რომ  აბაშიძე-კარასინის შევედრების ფორმატი კონკეტულად ვაჭრობას ეხება და არ ცდილობს ქართული მხარე ამ ფორმატის გაფართოებას. თუმცა, ამ განცხადებაში  ე.წ. ჰუმანიტარულ საკითებზეც არის საუბარი. მათ შორის ვიზების გამარტივებაზე.

რუსეთმა ქართულ მხარესთან სავიზო რეჟიმი პირველად 2006 წელს გაამკაცრა, როდესაც ქართულ მხარეს ემბარგო დაუწესა და ასევე  რუსეთში მცხოვრებ ქართველებს პორბლემები შეუქმნა და მცირე ნაწილის დეპორტაცია არაადამიანური პიობებით მოახდინა, რაზეც სტრასბურგში სასამართლო დავა მიმდინარეობს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთთან გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა და უფრო მეტად გართლდა ქართველებისთვის რუსეთში წასვლის  პროცედურები და ეს არ შეცვლილა დღემდე მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ცდილობს. ამასთან, ქართულ მხარეს რუსეთთან ცალმხრივად აქვს უვიზო  რეჟიმი დაწესებული.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031