ამბები

„მაესტრო“ შეიძლება ორად გაიყოს

by | Mar 11, 2016

hqdefaultტელეკომანია „მაესტროში“ მმართველის შეცვლის შემდეგ დავა ახლა ტელევიზიის სახელწოდებისა და ლოგოს გამოყენებაზე დაიწყო. ერთმანეთს „მაესტროს“ ძველი  დირექტორი ბაჩო კიკაბიძე და ახლანდელი მმართველები, ძმები გაჩეჩილაძეები უპირისპირდებიან და ახლა უკვე გაურკვეველი ხდება ისიც, საიდან, როგორ და რა სახით განაგრძობს მაუწყებლობას „მაესტრო“ და ვის დარჩება ლოგო და სახელწოდება.

„მაესტროს” ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე  აპირებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მორიგი სარჩელით მიმართოს.

როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ნანუკა ჭკუასელმა განუცხადა, ის მოითხოვს, შპს „ტელეკომპანია მაესტროს” მფლობელ ილია კიკაბიძეს შპს „სტუდია მაესტროს” სახელის გამოყენების უფლება არ მიეცეს.

„აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, მათ შორის მეურვეს ჩავაყენებთ საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება მესამე პირების მიერ შპს „სტუდია მაესტროს” კუთვნილი ქონების და აქტივების გამოყენება. მოთხოვნა იქნება, რომ „ტელეკომპანია მაესტროს” არ მიეცეს საშუალება გამოიყენოს შპს „სტუდია მაესტროს” კუთვნილი აქტივები”, – განაცხადა ნანუკა ჭკუასელმა.

ამავე დროს, როგორც ცნობილია, შპს „სტუდია მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ახლა შპს ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი ილია (ბაჩო) კიკაბიძე „მაესტროს” სახელით უახლოეს დღეებში ახალი ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს. მისი მტკიცებით, გაჩეჩილაძე არა ტელევიზიის, არამედ შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორია და ამიტომაც ტელეკომპანიის ლოგოთი მაუწყებლობას ვერ დაიწყებს, რადგან ლოგოცა და სავაჭრო ნიშანი „მაესტროც“ მისი მოგონილია და  2011 წლიდან ორივე მის საკუთრებაშია.

ამბობს, რომ ამ სახელის გამოყენების უფლებას ის ამ დრომდე „მაესტროს“ მენეჯმენტს „კეთილი ნებით“ უტოვებდა. თუმცა ახლა უკვე მიმართა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და რამდენიმე დღეში „მაესტროს“ სახელით მაუწყებლობის დაწყებას თავად გეგმავს, ჟურნალისტებსა და სხვა პერსონალს თანამშრომლობას სთავაზობს.

უკვე ცნობილია, რომ „მაესტროს“ სახელით და ლოგოთი  ახალი არხი მაუწყებლობას  იმავე შენობაში დაიწყებს, რომელშიც „მაესტრო“ ახლა ფუნქციონირებს. შენობას ტელეკომპანიის მაუწყებლობისთვის ილია კიკაბიძეს მაკა ასათიანი უთმობს.

კიკაბიძემ ეს განცხადება ხუთშაბათს სპეციალურ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გაკეთა, რაც რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირებულმა  ახალმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ  თქვა, რომ „მაესტროსათვის“ ახალი შენობას ეძებდა და ერთ-ერთ ვარიანტად „ტელეიმედის“ საკუთრებაში არსებული, ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ყოფილი შენობაც განიხილებოდა. მას ჟურნალისტების ნაწილთან შეხვედრებიც გამართა და ახალ შენობაში გადასვლა შესთავაზა.

გაჩეჩილაძემ კიკაბიძის გადაწყვეტილება „ძარცვად“ შეაფასა და სასამართლოში საჩივრის შეტანაც დააანონსა.

„ჩემი აზრით, ეს არის ძარცვა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვდავობთ. ჯერ 2014 წელს ლოგო უსასყიდლოდ არის ბაჩოს კომპანიაზე გადაცემული. ეს ლოგო კი შპს „სტუდია მაესტროს“ აქტივი იყო და შპს „სტუდია მაესტრომ“ ამ ტრანზაქციით 10 მილიონი ლარი შეიძლება დაკარგოს,“- ამბობს საკონტროლო პაკეტის, 55%-იანი წილის მფლობელი, გია გაჩეჩილაძე („უცნობი“).

ჯერჯერობით გაურკვეველია, რას იზამენ ჟურნალისტები და როგორ და სად გაგრძელდება „მაესტროს“ მაუწყებლონბა.

ტელეკომპანია „მაესტროში“ მფლობელებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც  1 თებერვალს კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი მომღერალი გია გაჩეჩილაძე გახდა, რის შემდეგაც  გენერალური დირექტორად საკუთარი ძმა, ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. 1-თვიანი დაპირისპირების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ორშაბათს  ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა და გენდირექტორობის უფლებამოსილება შეუჩერა ბაია გადაბაძეს. ამის შემდეგ დავა გაგრძელდა იმაზე, საიდან იმაუწყებლებდა გაჩეჩილაძის დირექტორობით „მაესტრო“, რადგან ტელეკომპანია ამჟამად 25%-იანი წლის მფლობელი მაკა ასათიანის კუთვილ შენობაშია განთავსებული და ასათიანი გაჩეჩილაძეს შენობაში არ უშვებს.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031