ამბები

ისანში სასტუმროს ეზოში ყვითელი ავტობუსის შევარდნის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა

by | Sep 2, 2016

isani 218 ადამიანი დაშავდა ისანში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რიჩის“ ეზოში სამგზავრო ე.წ. ყვითელი ავტობუსის შევარდნის შედეგად.  შემთხვევა პარასკევს დილით მოხდა.  შეჯახებისას ავტობუსს, დაახლოებით, 20  მგზავრი გადაჰყავდა. როგორც DFWatch-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის მცირეწლოვნები არ იმყოფებოდნენ. 18-ვე მათგანი, 11 კაცი და 7 ქალი, არმიანცის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაანაწილეს.  

isaniექიმ კოტე მუმლაძის ცნობით, მათ, ძირითადად, მოტეხილობა და თავისა და გულ-მკერდის არეში  დაზიანება აღენიშნებათ. ბათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივების მონაყოლზე დაყრდნობით, მომხდარის მიზეზებზე მედიაში ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის თანახმად, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა. მეორე ვერსიის თანახმად კი მოძრაობისას  ავტობუსს მსუბუქმა ავტომობილმა, კერძოდ “ოპელმა”  გზა არ დაუთმო, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება ჯერ ამ ავტომობილთან, შემდეგ კი ავტობუსმა  სასტუმროს ეზო შეანგრია,  იქ მყოფ ავტომობილებს, შემდეგ კი კიდევ ერთ კედელს დაეჯახა. თავად მძღოლი ამბობს, რომ მუხრუჭი გამოვიდა მწყობრიდან და შეჯახება ამან გამოიწვიაო.

ინციდენტი  გარე სათვალთავალო კამერებმა დააფიქირა, კადრებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მომხდარის მიზეზებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შს სამინისტროში ჯერჯერობით არ საუბრობენ. გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის ჯანმრთელობის დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031