ამბები

ინციდენტი: „თურქიშის“ თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა

by | May 6, 2016


Turkishთბილისის აეროპორტში „თურქიშ აირლაინზის“ თვითმფრინავის რთულად დაჯდომის გამო, 5 მაისს სტამბოლის მიმართულებით ერთი რეისი გაუქმდა, მგზავრები კი ამავე კომპანიის სხვა რეისებზე გადანაწილდნენ.

„მცირე შეფერხებას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე, რა იყო რთული დაშვების მიზეზი და რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები, ამაზე ოფიციალურად კომენტარის გაკეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ ისურვეს.

„თურქიში“ დღეში რამდენიმე რეისს ახორციელებს და მგზავრებს პრობლემა არ შექმნიათ, იმიტომ, რომ ისინი სხვა რეისებზე გადაანაწილეს. რეალურად რა ხდება და რა პრობლემა იყო, ამას ჩვენ ვერ გეტყვით… აეროპორტია და ამგვარი რამ ჩვეულებრუივი ამბავია. თუ ოდესმე გიფრენიათ, გეცოდინებათ, რომ ხანდახან შესაძლოა მცირე შეფერხება იყოს,“- აცხადებენ თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ინფორმაცია „თურქიშ აირლაინზთან“ დაკავშირებულ ინციდენტზე The Aviation Herald-მა გაავრცელა, რომელიც საჰაერო ტრანსპორტზე კონცენტრირებული გამოცემაა.

გამოცემის ცნობით, „თურქიშ აირლაინზი“ აერობუსი A321-200, რეგისტრაციის ნომერი TC-JRG, რომელიც სტამბულიდან თბილისში 4 მაისს ახორციელებდა ფრენას  TK-378, თბილისის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე 5 მაისს 00: 50 საათზე რთულად დაჯდა. თვითმფრინავმა, სადაც 156 მგზავრი იმყოფებოდა, დამუხრუჭება შეძლო და ინციდენტს სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია. ამჟამად ხდება ზარალის შეფასება.

ამ ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავმა ვერ შეძლო უკან, სტამბულში დასაბრუნებელი რეისის TK-379 განხორციელება. ფრენა გაუქმდა. დაშვებიდან 24 საათის შემდეგაც თვითმფრინავი ისევ თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930