ამბები

ინტენსიური გაუფასურების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო

by | May 22, 2015

National_Bankსაქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით,  ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3234  ლარი გახდა.  ქვეყანაში არსებული მცურავი  კურსის გამო კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში  კურსი შედარებით მაღალია. თუმცა, ოფიციალურ კურსად ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსი ითვლება, რომელსაც  ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ბანკთაშორისი ვაჭრობის საფუძველზე ადგენს.

ლარის კურსი ვარდნა განსაკუთრებით 2014 წლის ნოემბრის ბოლოდან გახდა შესამჩნევი.  მაშინ 1 აშშ დოლარი 1,75  ლარის ფარგლებში იყო.  მანამდე კი წლების განმავლობაში 1 აშშ დოალრი 1,65 ლარის ნიშნულზე მერყეობდა. ნოემბრის შემდეგ ლარი სულ უფასურდებოდა.  წლის დასაწყისში ცოტა ხნით ამ პროცესის შეჩერება მოხერხდა, მაგრამ კურსი არ დაწეულა. დაახლოებით ერთი თვის წინ კი გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყო და ბოლო დღეებში ლარის ვარდნის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა –  1 აშშ დოლარი  2,4-ზე მეტი იყო.

ორშაბათიდან კი ლარმა გამყარება დაიწყო.  მხოლოდ ერთ დღეში ლარი 1 პუნქით გამყარდა.  ხუთშაბათიდან 1 აშშ დოლარის შეძენა 2.3234 ლარად არის შესაძლებელი, ოთხშაბათს, „ეროვნული ბანკის“ მონაცემებით, 1 აშშ დოალრი  2.3378 ლარი ღირდა, პარასკევს კი კურსი იქნება 2.2545 ლარი 1 აშშ დოლარზე.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც და პარასკევს 1 ევროს კურსი იქნება 2.5151, ხუთშაბათს კი იყო 2.5794.

აქამდე ხელისუფლებას  ფინანსისტთა დიდი ნაწილი და ოპონენტები იმას საყვედურობდნენ, რომ  ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის საჭირო ზომების მიღება არ ხდებოდა. თუმცა, თავად ხელისუფლება ბოლო დრომდე  ლარის გაუფასურებას პრობლემად არ აღიარებდა  და ამ ყველაფერს  გარე ფაქტორებს აბრალებდა.

ოთხშაბათს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად აკეთებდა განცხადებას, რომ ლარის კურსის ვარდნა პრობლემატური იყო და პარლამენტს ეს საკითხი უნდა შეესწავლა, რაც  მმართველი გუნდის მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა,  ფინანსთა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრები, ასევე  „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი და ბიზნესომბუდსმენი შეხვდნენ.

შეხვედრა არაოფიციალური იყო, არც დაანონსებული ყოფილა და პარლამენტში გვიან  საღამოს გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ შეხვედრაზე სწორედ გაცვლით კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

„იმედი მაქვს, რომ ლარის გაცვლითი კურსის გამყარება გაგრძელდება და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამას ხელს შეუწყობს,“ –  თქვა ნოდარ ხადურმა.

ამასთან, მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ, „როგორც აქამდე არ ყოფილა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზეგავლენა გაცვლით კურსზე, ბიუჯეტი არც მომავალში არ მოახდენს ხარჯვითი ნაწილის მეშვეობით გაცვლით კურსზე ზეგავლენას”.

ბიუჯეტის კორექტირების საკითხი ბოლო თვეების განმავლობაში აქტუალურია. ფინასისტთა დიდი ნაწილი და ოპონენტები ხელისუფლებას მუდმივად ურჩევდნენ, რომ ბიუჯეტის  კორექტირება გაეკეთებინა, რადგან დამტკიცებული ბიუჯეტი სხვა ეკონომიკურ პარამეტრებზე იყო დაგეგმილი, კერძოდ ეკონომიკური ზრდის 5%-იან ზრდასა და ინფლაციის გაცილებით დაბალ მაჩვენებელზე. ახლა კი რეალურად  ეკონომიკური ზრდა განახევრებულია და ინფლაციის მაჩვენებელი, მინიმუმ, გაორმაგებული.  ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის მაჩვენებლებზე საპროგნოზო მონაცმები EBRD-მა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და სავალუტი ფონდმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს.

სავალუტო ფონდი საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს წელს 2, მომავალ წელს კი 3 პროცენტს პროგნოზირებს. ინფლაციის მაქსიმუმ 5 პროცენტით ზრდაა ნავარაუდევი. წელს კი ის 3%-ს შეადგენს.

ასეთივე საპროგნოზო მაჩვენებლები აქვს  EBRD-საც.

ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ითქვა, რომ  მოხდება ბიუჯეტის კორექტირება  დაახლოებით 600-700 მილიონო ლარით (დაახლოებით 250-290 მილიონი აშშ დოლარი), რაც 8-მილიარდიანი ბიუჯეტის დაახლოებით 8%-ია.

თუმცა, ფინანსთა მინისტრი უკვე ამბობს, რომ ბიუჯეტის კორექტირება არ მოხდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით კი, რომ  „საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის მეტი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის“.

როგორც ქადაგიძე განმარტავს, ლარის კურსის გამყარება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ არსებული გაუფასურება გავლენას ახდენს საგადამხდელო ბალანსზე. შესაბამისად, ხდება იმპორტის კორექტირება და ზეწოლა ვალუტის კურსზე მოხსნილია.

ამასთან, ქადაგიძის თქმით, დამატებითი ფაქტორია ტურისტული სეზონი და სხვა ეკონომიკური მოვლენები.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031