ამბები

ივანიშვილი: „ხელისუფლება კი არ გადააბარეს, გადავაბარებინეთ, მეტი გზა არ დავუტოვეთ. ეს იყო სწორედ ხელოვნება“

by | Sep 1, 2016

bidzo newლიტიკაში მოსვლის შემდგომ საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ვაჩვენე. ის პროცესი ჩემგან მართული რომ არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ასეთი ლამაზი შედეგი ვერ დადგებოდა, – ამი შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს  ტელეკომპანია GDS-ის  ახალ პროექტში შეხვედრები რეგიონულ მედიასთანგანაცხადა, რომელიც 1 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ეთერში.

მისივე თქმით, პოლიტიკური პრიცესებიდან მას არავითარი პირადი ინტერესი არ აქვს – არც ბიზნესი აქვს საქართველოში და არც თანამდებობა სურს.

ამბობს, რომ საკუთარი კარგი მენეჯმენტის საშუალებით მოახერხა ის, რომ აღგზნებულ გუნდს, ყველაფერზე წამსვლელ „ნაციონალურ მოძრაობას” არ მისცა ქვეყნის დანგრევის საშუალება და ეს ყველაფერი უსისხლოდ შეძლო.

„დღესაც შევახსენებ მაყურებელს, რობერტ სტურუა, რობიკო გაოცებული იყო. სამჯერ ამოვიდა ჩემთან და მეუბნებოდა, იცოდე, რომ უსისხლოდ ამათ ვერ გაუშვებო. ბოლოს კი მითხრა, შედეგით გაოგნებული ვარ, აი, რა მოხდა და რა მოახერხეო. გარწმუნებთ, რომ გუნდის წევრებმა ბევრმა კიდევ არ იცის და არ შეუფასებიათ სწორედ,  რა მოხდა 2012 წლის არჩევნებში. მე ცოტა გვიან მინდა, ერთი 10 წლის შემდეგ, კიდევ დამატებითი შეფასება გავაკეთო, როგორი მენეჯმენტი მოვახერხე და გავაკეთე. როგორი ანალიზი. ეს აღგზნებული გუნდი, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო, ქვეყანას დაანგრევდა 5 წუთში და გადაწვავდა. არ მივეცით, ამის საშუალება. და ბოლოს ცდილობდნენ გაფორმებას იმისას, რომ აი, მშვიდობიანად გადააბარეს ხელისუფლება. კი არ გადააბარეს, გადავაბარებინეთ და მეტი გზა არ დავუტოვეთ. ეს იყო სწორედ ხელოვნება. მე ლიდერი ვიყავი ამ  პროცესში და ესეც მაძლევს უფლებას, ჩვენს ამომრჩეველს შევახსენო, რომ მე კარგი როლი ვითამაშე და ესეც უმატებს ჩემ სიტყვებს ფასს,“ – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე ქმით, თუნდაც ბიზნესში წარმატების ძირითადი მიზეზი სწორი ანალიზი და სწორი დასკვნები იყო.

GDS-ის ახალი პროექტი –  „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” 1 სექტემბერს დაიწყო და სულ 10 გადაცემაა დაგეგმილი.  დაგეგმილია, რომ პირდაპირი ტრანსლირება ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს 12 საათზე სხვადასხვა რეგიონებიდან დაიწყება და ის 1:30 წუთს გასტანს.  მთავარი აქტორები – ბიძინა ივანიშვილი და რეგიონული მედიის წარმომადგენლები იქნებიან. გადაცემამ  სტარტი ბათუმიდან აიღო.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031