ამბები

იანვარში საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენდირექტორი ეყოლება

by | Nov 21, 2016

GPB - public broadcasterსაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. გიორგი ბარათაშვილმა ოფიციალური განცხადება სამეურვეო საბჭოს სახელით კანცელარიაში უკვე შეიტანა, თუმცა წასვლის რეალური მიზეზი საჯაროდ არ განუმარტავს. 

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი სისხლი სჭირდება და ახლა, როდესაც ახალი წელი მოდის, წასვლისთვის და ახალი ადამიანის მოსვლისთვის საუკეთესო დროა.

„მიზეზი არის სიახლე და ახალი რაღაცეები, რასაც მერე ვიტყვი”, – ამბობს ბარათაშვილი.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალი დირექტორის ასარჩევად პროცედურებს იწყებს.

ვინ გახდება ახალი გენდირექტორი, ეს 10 იანვრამდე გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი დასახელდა. ესენია: კოკა ყანდიაშვილი, გოგა ხაინდრავა, ვასილ მაღლაფერიძე და ნინო ზაუტაშვილი.

ამ სავარაუდო კანდიდატებიდან კონკურსში მონაწილეობა ჯერ მხოლოდ ნინო ზაუტაშვილმა დაადასტურა.

ბარათაშვილს თანამდებობაზე მოვალეობის შესასრულებლად 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2012 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა და უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურებოდა.

პროცედურულად, მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭო გენდირექტორის განცხადებას დააკმაყოფილებს, 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე. მსურველებს განცხადებისთვის 30 დღე აქვთ, რომლის ამოწურვის შემდეგ საბჭო 3 დღეში კანდიდატების სიას გამოაქვეყნებს და შემდგომ ერთ კვირაში ახალ გენდირექტორს შეარჩევს.

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „იმედთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ვინც ბარათაშვილს დროს თანამდებობებზე დაინიშნა, ყველა უნდა წავიდეს და ახალი გუნდი მოვიდეს.
„შეიძლება ამ ეტაპზე მოადგილეებმა შეასრულონ დირექტორის მოვალეობა, მაგრამ საერთო ჯამში მენეჯმენტი უნდა წავიდეს. ეს იყო ბარათაშვილის გუნდი, გუნდი მოდის, გუნდი მიდის. საინფორმაციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა ფორმატში უნდა გავიდეს,“ – ამბობს ფოფხაძე.

გარდა ამისა საუბარია იმაზე, რომ მოხდეს იმ ფაქტების მოკვლევა, ჰქონდა თუ არა რაიმე სერიოზულ შეცდომებსა და გადაცდომებს ადგილი აწ უკვე წინა მენეჯმენტის პირობებში.

„თუ გაიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, მოხდეს პასუხისმგებლობა,“- აცხადებს საზოგადოებრივის ჟურნალისტი და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა მესხი.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031