ამბები

თურქეთში რეპრესირებულთა რაოდენობამ 60,000-ს გადააჭარბა

by | Jul 21, 2016
Turkey

ხმელთაშუა ზღვის ფლოტის მეთაურის, კონტრ-ადმირალ ნეჯათ ატილა დემირხანის დაკავება მერსინში. 16 ივლისი

დაპატიმრებული, სამსახურიდან დათხოვნილი ან სტატუსშეჩერებული ძალოვნების, საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების პერსონალის რიცხვმა თურქეთის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 60 ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას RFE/RL (რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიურო) სააგენტო „ანადოლუს“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეპრესირებულთა შემადგენლობა ასეთია:

  • 7,500 – სამხედრო დააპატიმრეს, მათ შორის 85 გენერალი და ადმირალი;
  • 8,000 – პოლიციელი დაითხოვეს, მათგან 1,000 დააპატიმრეს;
  • 3,000 – სასამართლო სისტემის თანამშრომელი დაითხოვეს, მათ შორის 1481 მოსამართლე;
  • 21,700 – განათლების სამინისტროს პერსონალი სამსახურიდან დაითხოვეს სამუდამოდ ან დროებით;
  • 21,000 – მასწავლებელს ლიცენზიები ჩამოართვეს;
  • 1,577 – უნივერსიტეტის დეკანი თანამდებობიდან გადააყენეს;
  • 1,500 – ფინანსთა სამინისტროს პერსონალი (დაითხოვეს);
  • 492 – სასულიერო პირი (დაითხოვეს);
  • 393 – სოციალური პოლიტიკის სამინისტროს პერსონალი (დაითხოვეს);
  • 257 – პრემიერ მინისტრის აპარატის თანამშრომელი (დაითხოვეს);
  • 245 – სპორტის სამინისტროს პერსონალი (დაითხოვეს);

100 – სპეცსამსახურების ოფიციალური პირი (დაითხოვეს);



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

October 2016
M T W T F S S
« Sep    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31