gogi_topadzeმმართველ კოალიციაში დაპირისპირების ერთ-ერთმა სუბიექტმა,  „მრეწველების“ ლიდერმა, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია „რესპუბლიკელების“ ბრალდებებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე უპასუხებს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, და სადაც  „ძალიან სერიოზული გარჩევა იქნება, ვინ არის მართალი და ვინ არა”.

ამის შესახებ, თოფაძემ ტელეკომპანია იბერიას გადაცემა „პრიორიტეტში“,  მმართველ კოალიციაში „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას თქვა.

მისი თქმით, ამ დაპირისპირების შესახებ  მას და ზურაბ ტყემალაძეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთანაც ჰქონდათ შეხვედრა. თუმცა შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.

„თავის სამართლებელი არაფერი  გვაქვს, რადგან მხოლოდ  ბრალდებებზე ვპასუხობდით. ბუნებრივია  მათ ბრალდებებს პოლიტსაბჭოზე სათანადო პასუხსაც გავცემთ. არაფერი უკანონო და გადაჭარბებული არ გვითქვამს და ჩვენი პრეტენზიების სიმართლეში დარწმუნებული ვართ. ამიტომ პოლიტსაბჭოზე ყველაფრის ობიექტურად განხილავასა და  შეფასებას ველოდებით,“ – განაცხადა თოფაძემ.

თოფაძემ თავდაცვის მინისტრს ტაქტიანობაც დაუწუნა, რის საილუსტრაციოდ ის განცხადება  გაიხსენა, როცა  თინა ხიდაშელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ის ირიბად რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. თოფაძე წლებია, რაც ქართულ მეინსტრიმულ პოლიტიკაში ჩრილოატლანტიკური ალიანსის და დასავლეთის სხვა სტრუქტურების კრიტიკით გამოირჩევა.