უჩა ძოძუაშვილი ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება არ უნახავს. თუმცა თუ ასეთი გადაწყვეტილება არსებობს, ის „აბსურდული, უსაფუძვლო, არასამართლიანი და ორგანიზაციისთვის დამაზიანებელი“ იქნება. (Facebook.)

უჩა ძოძუაშვილი ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება არ უნახავს. თუმცა თუ ასეთი გადაწყვეტილება არსებობს, ის „აბსურდული, უსაფუძვლო, არასამართლიანი და ორგანიზაციისთვის დამაზიანებელი“ იქნება. (Facebook.)

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე პასუხისმგებელი ამეცნიეროტექნიკურ ცენტრდელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია DFWatch-ს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ერთადერთი, რაც ამ დროისათვის უწყებაში გვითხრეს, ის არის, რომ ძოძუაშვილს თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია და მისი გათავისუფლება სეტყვასაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან არის დაკავშირებული.

მათივე ცნობით, უწყების გენინსპექციის მიერ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობ შესწავლა კვლავ გრძელდება და დეტალები ამ გამოძიებისა და ძოძუაშვილის გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი კი DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ საკუთარი გათავისუფლების შესახებ ჯერ ბრძანება არ უნახავს. თუმცა აღნიშნავს, რომ ცენტრის საქმიანობისა და წარმატებული პროექტების გათვალისწინებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება არსებობს, ის „აბსურდული, უსაფუძვლო, არასამართლიანი და ორგანიზაციისთვის დამაზიანებელი“ იქნება.

სამსახურებრივი შემოწმება მიმდინარეობს. თუმცა სეტყვის პროექტის მიმართულებით „დელტამ“ ყოველთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა. ამიტომ, საუბარი, რომ „დელტამ“ ან არაეფექტურად იმუშავა ან რაიმე დარღვევა არსებობს, აბსურდია,“ -აღნიშნა ძოძუაშვილმა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში სეტყვამ კახეთის სამ რაიონში – საგარეჯოში, გურჯანსაა და სიღნაღში (ჯამში 10 სოფელში)ვენახები, ბაღები და ნარგავები 1 400 ჰექტარზე გაანადგურა. ამის შესახებ, DFWatch- კახეთის რწმუნებულის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს და ამატეს, რომ ზარალის დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ ეს არ არის საბოლოო მონაცემები.

მოსახლეობას ასეთი ზარალი იმის ფონზე მიადგა, როდესაც კახეთის რეგიონში 83 სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარია განთავსებული.

როგორც DFWatch- დელტაშიუთხრეს, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მშენებლობას ახორციელებს, ამ დროისთვის ყველა დანადგარი დატენილი არ არის. ამასთან, ორშაბათს მოხდა დაახლოებით 18 სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის გასროლა, თუმცა ამას შედეგი არ ჰქონია, რადგან ღრუბელის გასაფანტად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მათივე ცნობით, ერთი სეტყვისას მინიმუმ 20 რაკეტის გასროლაა საჭირო. როგორცდელტასსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში DFWatch- უთხრეს, ცენტრი აქტიურად მუშაობს რომ დაახლოებით 1 კვირაში, მაისის ბოლოს, 83-ვე დანადგარი სრულყოფილად იყოს გამართული.

ჯერჯერობით ამ დანადგარებში კვლავ შესყიდული რაკეტებია, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ და უკვე საქართველოში ვაწარმოებთ სეტყვასაწინააღმდეგო საშუალებებს. მაგრამ ამ რაკეტების წარმოება დროულად ვერ მოესწრო. საქართველოში წარმოებული რაკეტების გამოყენება მაისის ბოლოდან დაიწყება,“ – გვითხრესდელტაში“.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათსერთიანი ნაციონალური მოძრაობისკახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლებას ამ აპარატის ჭურვები საკმარისი რაოდენობით არ აქვს. ის რაოდენობა კი, რაც აქვთ, გამოუსადეგარია.

2013 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერის ხელმძღვანელობით ერთერთ წარმატებულ პროექტად გამოაცხადა ის, რომ სეტყვის საწინააღმდეგო აპარატები შეიძინეს და მასში 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ წლებმა კი დაგვანახა, რომ ამ დანადგარებს რეალურად არავინ იყენებს. ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებას ამ აპარატის ჭურვები საკმარისი რაოდენობით არ აქვს. ის რაოდენობა კი, რაც აქვთ, გამოუსადეგარია. ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ გუშინ 6 გასროლა მოხდა, თუმცა ამან ღრუბელი ვერ გაფანტა”, განაცხადა ბოტკოველმა.

ამის საპასუხოდ, თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათსვე გაავრცელა განცხადება, რომ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის გაზაფხულიდან კახეთში 83 სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი განთავსდა. რომელთა მოწყობისთვისაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14,7 მილიონი ლარი გამოიყო.

თავდაპირველად საქართველო სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს ბულგარეთისა და მაკედონიისგან ყიდულობდა. თუმცა, ზოგიერთი რაკეტა არ იყო გამართული, რაც მოსახლეობისთვის საშიშროებას ქმნიდა. მაგალითად, 2015 წლის ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ასლანოვების საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა დაეცა.

მიმდინარე წლის მარტში კი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების დამზადება უკვედელტაშიდაიწყეს.