ამბები

ვერძეული : კადრების გავრცელება შეტევაა პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური ქალების წინააღმდეგ

by | Mar 28, 2016
sofo

სოფო ვერძეული (DFtalk)

„მმართველი პოლიტიკური ძალის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებების მოსმენის შემდეგ,  მიჩნდება განცდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ავტორებს გარკვეული დასაყრდენი მმართველ ძალაშიც გააჩნიათ“, – თქვა  ა/ო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა, ფარული მიყურადების თემაზე გამართულ დისკუსიაზე.

ვერძეულმა ხაზი გაუსვა სისტემის გაუმართაობას და აღნიშნა, რომ  ის ორგანოები, რომელიც თუნდაც კანონიერ მიყურადებას ახორცილებს, არ კონტროლდება. მისივე თქმით, პოლიციის ან უშიშროების თვითნებობისთვის ხელისუფლებას  ადეკვატური პასუხი არასოდეს გაუცია. ეს დაუსჯელობა კი ახალ დანაშაულს აღვივებს და აქეზებს.

„ჩვენ გვაქვს სუპერ ძალაუფლების მქონე უშიშროების სამსახური, რომელიც არც საპარლამენტო, არც სასამართლო, არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლს არ ექვემდებარება. მაგალითად, მუდმივად ვსაუბრობთ  ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე და იმ პრობლემაზე, რაც კანონში გვაქვს, მაგრამ ამის გარდა არსებობს კანონი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურს  შესაძლებლობას აძლევს ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა უსაფრთხოების მიზნებისთვის სასამართლოს გარეშე განახორციელოს.  მანამ, სანამ სასჯელის გარდაუვალობა ძალიან აბსტრაქტული ცნებაა, ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება.  მსგავსი ქმედების ავტორთა დასჯის პრეცენდენტის შექმნამდე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარულად ჩაწერა და გავრცელება არ დასრულდება,“ – აღნიშნა ვერძეულმა.

ვერძეულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გენდერულ ასპექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, ქალების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.

„ამ მძიმე დანაშაულში, რა თქმა უნდა, გენდერული ნიშნებიც იკვეთება. კადრების გავრცელება მნიშვნელოვანი შეტევაა პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური ქალების წინააღმდეგ, როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანაში ზოგადად, პოლიტიკური ბრძოლის ხაზი  ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე: ქალებსა და უმცირესობებზე გადის. ამ ყველაფრის დასაყრდენი კი საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და  მძიმე პატრიარქალური განწყობებია ,“ -თქვა გამოსვლისას ვერძეულმა.

DF Watch-ის ორგანიზებით პარასკევს, ფრონტლაინ კლუბში, 11 და 14 მარტს პოლიტიკოსი ქალების პირადი ინტიმური ცხოვრების ფარული მიყურადებით გადაღებული ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე, ასევე გენდერულ ასპექტებზე – საჯარო დისკუსია გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ –  ლაშა ტუღუში, გაზეთ „რეზონანსისა“ და DF Watch-ის მთავარი რედაქტორი,  სოფო ვერძეული, ა/ო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი  და კახა კოჟორიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930