ამბები

ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარედ კახა გოგოლაშვილი აირჩიეს

by | Mar 2, 2016
Kakha Gogolashvili2

Kakha Gogolashvili

საქართველოს ეროვნული პლატფორმის ახალი თავმჯდომარე  „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი კახა გოგოლაშვილი გახდა. მან ამ პოსტზე ლაშა ტუღუში შეცვალა, რომელსაც თავმჯდომარეობის მაქსიმალური, 2-წლიანი, ვადა ამოეწურა. ამ პოსტზე  გოგოლაშვილის კონკურენტი „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელი ქეთევან ჩაჩავა იყო.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ორშაბათს  ეროვნული პლატფორმის რიგით მე-7 საერთო კრება გაიმართა. გარდა თავმჯდომარისა და  ჯგუფების კოორდინატორების არჩევნებისა, კრებაზე   სასამართლო სისტემის, ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

პლატფორმის  ხუთმა სამუშაო ჯგუფმა კრებაზე 2015 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმებიც წარმოადგინა. საუბარი იყო ასევე ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევი გამოწვევებისა და მათი ერთობლივად დაძლევის გზებზე.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა  ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებშია შექმნილი და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდ გაერთიანებას წარმოადგენს. მასში 148 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული. მისი ფუნქციაა დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების, ასევე ასოცირების შეთანხმების შესრულების სამოქალაქო მონიტორინგი.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031