ამბები

დღეს საღამოს ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ოფიციალურ აქტი უნდა გამოქვეყნდეს

by | Mar 9, 2016
Rikard Jozwiak (Twitter)

Rikard Jozwiak (Twitter)

ევროკომისია საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას ოთხშაბათს საღამოს  წარადგენს. ევროკომისიაში ამ საკითხზე პრესკონფერენცია უკვე ჩაინიშნა. ჟურნალისტებთან შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე  დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

პრესკონფერენციას ევროკომისიის წევრი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ჩაატარებს.

“ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში ავრამოპულოსი დღეს, 17:30 საათზე, ბრიუსელში გამართავს პრესკონფერენციას, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებას გამოაცხადებს”, – დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტმა ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკმა. ბრიუსელსა და თბილისს შორის სხვაობა 3 საათია.

ვიზალიბერალიზაციის შესახებ წინადადებით ევროკომისიამ გაერთიანების ორ მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს, უნდა მიმართოს.

მას შემდეგ, რაც ევროკომისია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას მოახდენს, დაახლოებით,  4-5 თვეში კანონმდებლობაში ცვლილებები შევა და ის საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება. ცვლილებების გამოქვეყნებიდან 20 დღეში კი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტით 90 დღის განმავლობაში შენგენის ქვეყნებში ვიზის გარეშე შეძლებენ შესვლას.

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ სამოქმედო გეგმის შესრულებაზე დადებითი დასკვნა გასული წლის 15 დეკემბერში მიიღო და ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ახლა სწორედ ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.

მოლდოვის შემთხვევაში ამ პროცედურას ხუთი თვე დასჭირდა.

„ველოდებით და ვიცით, რომ დაანონსებულა, დღეს საღამოს უნდა მოხდეს ვიზა ლიბერალიზასიასთან დაკავშირებით წინადადების ოფიციალურად წარდგენა. თუმცა ზოგჯერ სჯა-ბაასი უფრო მეტ ხანს გრძელდება. უფრო დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს,“ – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031