ამბები

„გაზპრომთან“ ძველი პირობები რჩება ძალაში

by | Apr 7, 2016
Anti-Gazprom Demonstration in Tbilisi March, 2016 (DFWatch)

Anti-Gazprom Demonstration in Tbilisi March, 2016 (DFWatch)

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და რუსეთის სახელმწიფო კომპანიის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ქართულმა მხარემ უკვე მიიღო.

როგორც უწყებაში DFWatch-ს უთხრეს,  დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გავლით რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის 10%-ს, რაც  200 მილიონ კუბურ მეტრ გაზს წარმოადგენს, საქართველო „გაზპრომისგან“ კვლავ  ბუნებრივი აირის სახით მიიღებს.

„გაზპრომმა“ენერგეტიკის სამინისტროს კონტრაქტის შეთანხმებული ტექსტი უკვე გადმოუგზავნა. ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად  შიდა პროცედურებია დარჩენილი. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ხელშეკრულებაზე სამართლებრივი დასკვნა უნდა დადოს, შემდეგ  მთავრობის სხდომაზე გავიდეს დასამტკიცებლად. ამის შემდეგ უკვე ქართული მხარე კონტრაქტს ხელს მოაწერს,“- გვითხრეს უწყებაში.

მათივე განმარტებით, ამ პროცედურებს სავარაუდოდ რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ რუსულ გიგანტთან მოლაპარაკებები სომხეთისთვის გაზის მიწოდების პირობებზე მიდიოდა და მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. რადგან ქართული მხარე ითხოვდა, რომ  საქართველოს გავლით რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის 10%, რაც  200 მილიონ კუბურ მეტრ გაზს წარმოადგენს, საქართველოს „გაზპრომისგან“ კვლავ  ბუნებრივი აირის სახით მიეღო. რუსული კომპანია კი გატარებული გაზის ფულად ანაზღაურებას (მონეტიზაციას) ითხოვდა.

სამინისტროს ცნობითვე, „გაზპრომთან“ ხელშეკრულება 2003 წელს დაიდო და შემდგომ ყოველწლიურად  ხდებოდა მისი გაგრძელება. 2003 წლიდან მოყოლებული ყველა ეს ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა და ღია არ არის, რადგან, როგორც წინა, ასევე მაჟამინდელი ხელისუფლება ასეთი სახის გარიგებებს კომერციული საიდუმლოების სტატუსს ანიჭებს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930